iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS პირადი ცხოვრების საიდუმლო - რა განსხვავებაა
იურიდიული სტატია

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS პირადი ცხოვრების საიდუმლო - რა განსხვავებაა

17-10-2025, 16:25 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 20 ნახვა
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS პირადი ცხოვრების საიდუმლო - რა განსხვავებაა

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში,

ავტორი: ადვოკატი ნათია ნაკაშიძე
სპეციალიზაცია: ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებები

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - ის არის თავისუფლების, ღირსებისა და უსაფრთხოების საფუძველი. საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის ძირითადი დოკუმენტები (ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, გაეროს პაქტები) ამ უფლებას იცავენ. მისი დარღვევა არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ მორალურ ზიანსაც აყენებს ინდივიდს.

თუმცა, ხშირად ჩნდება კითხვა:
რა განსხვავებაა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შორის?
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ცნება ხშირად აიგივებს, სამართლებრივად ისინი არსებითად განსხვავდებიან.

პირადი ცხოვრება გულისხმობს ადამიანის პირად სივრცეს, ურთიერთობებს, გრძნობებსა და ცხოვრებისეულ გარემოებებს. ეს არის ის სივრცე, სადაც ადამიანი თავისუფლად განსაზღვრავს საკუთარ ქცევებს, ურთიერთობებსა და პირადობას საზოგადოების ჩარევის გარეშე.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კერძოდ შემდეგი მუხლებით:

  • სსკ 157-ე მუხლი – პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა;

  • სსკ 157¹ მუხლი – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა;

  • სსკ 158-ე მუხლი – კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა;

  • სსკ 159-ე მუხლი – პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის ან შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა

2016 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 157¹ მუხლი, რომლის მიზანია პირადი ცხოვრების ხელყოფის პრევენცია. ცვლილებამ განსაზღვრა, რომ ამ დანაშაულის არსებობისთვის აღარ არის საჭირო მნიშვნელოვანი ზიანის დადგომა - საკმარისია თვით ქმედება, რომელიც არღვევს პირის პირად საიდუმლოს.
ეს ხაზს უსვამს სახელმწიფოს ინტერესს მოქალაქის კონფიდენციალურობის დაცვის მაქსიმალურად მაღალ დონეზე.

სისხლის სამართლის კოდექსის 157¹ მუხლის მიზნებისთვის, პირადი ცხოვრების საიდუმლო წარმოადგენს იმგვარ ინფორმაციას, რომელიც:

  • ეხება პირის რეალურ ცხოვრებას;

  • დაფარულია მესამე პირებისგან;

  • აქვს მაღალი დაცვის ინტერესი.

მაგალითად, ინტიმური ურთიერთობები, პირადი მიმოწერა, ჯანმრთელობის მდგომარეობა - ეს ყველაფერი წარმოადგენს საიდუმლოს, რომლის გამჟღავნებაც შეიძლება გახდეს დანაშაულებრივი ქმედება, თუკი მოხდა თანხმობის გარეშე.

მნიშვნელოვანი სამართლებრივი ელემენტია თანხმობა.
თუ პიროვნებამ ნებაყოფლობით გადასცა საკუთარ ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული მასალა (მაგ., ფოტო ან ვიდეო), მაგრამ არ დაუშვა მისი გავრცელება ან გამოყენება, ასეთი მოქმედება არ წარმოადგენს თანხმობას.

ამგვარი ქმედება - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო გამოყენება - უკვე შეიძლება გახდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და პირადი ცხოვრების საიდუმლო ორივე ასახავს ინდივიდის კონფიდენციალურ სფეროს, თუმცა განსხვავდება მათი სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ იცავს ადამიანის პირად სივრცეს - მისი ნებისმიერი დარღვევა არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური პრობლემა, რომელიც არღვევს ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პირადი ცხოვრება, საიდუმლო, ადვოკატი, სამართალი, კონფიდენციალურობა, ადამიანის უფლებები, სისხლის სამართალი, პირადი ცხოვრების საიდუმლო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, პირადი ცხოვრების ინფორმაცი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნიგერიის მოქალაქე დააკავა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნიგერიის

ვრცლად

ქვემო ქართლის რეგიონში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

ქვემო ქართლის რეგიონში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს

ვრცლად

„Telegram”-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

„Telegram”-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, სპეციალურმა

ვრცლად

არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს

არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სკოლებში

ვრცლად

კიბერბულინგი და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელებში

კიბერბულინგი და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელებში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp