iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » „Telegram”-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა
იურიდიული სტატია

„Telegram”-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

27-04-2024, 17:49 სიახლე 202 ნახვა
„Telegram”-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „Telegram”-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

'' სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა.

2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „Instagram”-ზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული.

დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დანაშაული 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'' - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

წყარო: სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service

ფოტო: სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: „Telegram”-ის ჯგუფში, პირადი ცხოვრების ამსახველი, ფოტოების გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნიგერიის მოქალაქე დააკავა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნიგერიის

ვრცლად

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტები გახსნა პეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის

ვრცლად

ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს

ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი

ვრცლად

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს

ვრცლად

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკანონო მოსმენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკანონო მოსმენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp