iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როცა სასამართლოდან მოდის წერილი და არ ჩაიბარებ - რა ხდება შემდეგ? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს
იურიდიული სტატია

როცა სასამართლოდან მოდის წერილი და არ ჩაიბარებ - რა ხდება შემდეგ? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

14-10-2025, 18:24 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 15 ნახვა
როცა სასამართლოდან მოდის წერილი და არ ჩაიბარებ - რა ხდება შემდეგ? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

კითხვა:
მე არ ვარ საქართველოში, მაგრამ ფოსტამ მოიტანა წერილი სასამართლოდან. ოჯახის წევრმა არ ჩაიბარა. სავარაუდოდ მოწმედ ვარ დაბარებული. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში და დამეკისრება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა?

ნათია ნაკაშიძე - ადვოკატი:
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ტიპის წერილთან გვაქვს საქმე. ყველა სასამართლოდან მიღებული წერილი ერთნაირი შინაარსის არ არის და მისი შედეგიც განსხვავებულია.

თუ წერილი წარმოადგენს სარჩელის შეტყობინებას, ანუ თქვენ წინააღმდეგ არის აღძრული სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე, და თქვენ არ ჩაიბარეთ პირველი წერილი, სასამართლო მეორედაც გამოგიგზავნით შეტყობინებას.

თუ კვლავ არ ჩაიბარებთ, სასამართლოს აქვს უფლება გამოიყენოს საჯარო გამოცხადების წესი - ეს ნიშნავს, რომ წერილი ჩაითვლება ჩაბარებულად მაშინაც კი, თუ თქვენ მას რეალურად ვერ გაეცანით. ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია გამოქვეყნდება სასამართლოს შენობაში და ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შემდეგაც შესაძლოა დადგეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ანუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი მონაწილეობის გარეშე და მოსარჩელის მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს სრულად.

კითხვა:
თუ მე მოწმედ ვარ დაბარებული, რა ხდება, როცა არ მივედი?

ნათია ნაკაშიძე განმარტავს:
თუ თქვენ მოწმედ ხართ დაბარებული, განსხვავებული წესები მოქმედებს იმის მიხედვით, ვინ მოგიწვიათ და რა ტიპის საქმეზე.

(ა) თუ მოწოდება ხდება განჩინების საფუძველზე, ანუ სასამართლომ ოფიციალურად დაგიბარათ, გამოუცხადებლობისთვის შეიძლება ჯარიმა დაგეკისროთ.

(ბ) თუ მოწვევა ხდება მხარის მოთხოვნით (მაგალითად, მოსარჩელის ან მოპასუხის თხოვნით), მაშინ ჯარიმა არ დაგეკისრებათ, თუმცა რეკომენდებულია ინფორმირება სასამართლოს ან მხარის ადვოკატისადმი თქვენი არდამსწრეობის შესახებ.

(გ) ხოლო თუ საქმე ეხება სისხლის სამართლის პროცესს, მოწმის გამოცხადება სავალდებულოა - წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია იძულებით მიყვანა ან შესაბამისი სანქცია.

და თუ მე საერთოდ არ ვარ საქართველოში - რა უნდა გავაკეთო?

ნათია ნაკაშიძე:
თუ თქვენ იმყოფებით საზღვარგარეთ და ფოსტამ მოიტანა სასამართლოს წერილი, უმჯობესია სწრაფად დაუკავშირდეთ ადვოკატს საქართველოში, რათა წერილის შინაარსი გაიგოთ.


თანამედროვე სასამართლო სისტემა საშუალებას იძლევა, რომ დაუკავშირდეთ სასამართლოს ელექტრონულად, მოითხოვოთ დოკუმენტის ასლი ელფოსტაზე, ან დანიშნოთ მინდობილი პირი (წარმომადგენელი), რომელიც თქვენს სახელზე მიიღებს ოფიციალურ შეტყობინებებს. ასეთი ქმედებები დაგეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაიცვათ თქვენი ინტერესები.

სასამართლოს წერილი მხოლოდ ფორმალური შეტყობინება არ არის - ის არის სამართლებრივი მოქმედების დასაწყისი. მისი იგნორირება ხშირად იწვევს დაუსწრებელ გადაწყვეტილებებს, ჯარიმებს ან სხვა არასასურველ შედეგებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია დროულად გაეცნოთ, შეისწავლოთ თქვენი სტატუსი (მოსარჩელე, მოწმე, ან მოპასუხე) და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ სპეციალიზებულ ადვოკატს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სასამართლო, ფოსტა, მოწმე, ადვოკატი, ბავშვთა უფლებები, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, პასუხისმგებლობა, სასამართლოს წერილი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, არ ჩავიბარე წერილი, სასამართლო გადაწყვეტილება დაუსწრებლად, სამოქალაქო საქმე, მოწმის დაბარე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა არის PEC-ი? - ინფორმაცია იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის

რა არის PEC-ი? - ინფორმაცია იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის

ვრცლად

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

ვრცლად

INPS დააბრუნეთ თანხა!

INPS დააბრუნეთ თანხა!

ვრცლად

მაქვს თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანის უფლება, თუ ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი? — ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

მაქვს თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანის უფლება, თუ ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი? — ადვოკატი

ვრცლად

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp