iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ცივი იარაღის ტარება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში
იურიდიული სტატია

ცივი იარაღის ტარება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში

7-10-2025, 18:07 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 42 ნახვა
ცივი იარაღის ტარება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში

ცივი იარაღის ტარება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში
ავტორი: ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი.

ცივი იარაღის ტარება საქართველოში მკაცრად რეგულირებულია. კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როცა მსგავსი ქმედება შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

კანონის თანახმად, ცივი იარაღის ტარება, როდესაც იგი იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის აშკარა საფრთხეს, წარმოადგენს სამართალდარღვევას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.

რა ითვლება ცივი იარაღის ტარებად? - კოდექსის განმარტებით, ცივი იარაღის ტარება გულისხმობს ისეთ გარემოებას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი , უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
ეს არ ნიშნავს მხოლოდ გამოყენების ფაქტს - საკმარისია, იარაღი უბრალოდ თან ჰქონდეს პირს.

ვის ეკრძალება ცივი იარაღის ტარება? კანონმდებლობით გათვალისწინებულია კატეგორიები, რომელთათვისაც ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით დასჯადია:

  1. ის პირი, რომელიც უკვე იყო ადმინისტრაციულად დასჯილი ცივი იარაღის ტარების ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის;

  2. პირი, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი;

  3. პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის.

ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით (6 თვიდან 2 წლამდე) ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე.

მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება კი ისჯება სისხლისსამართლებრივად - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ცივი იარაღის ტარება არ არის სამართალდარღვევა, მათ შორის:

  • პირადი ჰიგიენის მიზნით (მაგალითად, საპარსი დანის ტარება);

  • პროფესიული საქმიანობის გამო (მეტალურგი, ხელოსანი, სამზარეულოს პერსონალი და სხვა);

  • ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქტების შეგროვებისას;

  • სასოფლო-სამეურნეო ან მესაქონლეობის საქმიანობისას;

  • ეროვნული ტანსაცმლის ტარებისას, როცა იარაღი ტანსაცმლის ატრიბუტია (მაგ. ხანჯალი).

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს:

„ცივი იარაღის ტარების შემთხვევებში ხშირად ხდება სამართალდარღვევის არასწორი კვალიფიკაცია. ამიტომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გამონაკლისის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა არსებობს კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული, რაც იწვევს თავისუფლების შეზღუდვას.

ცივი იარაღის ტარება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება გახდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. სამართლებრივი ცოდნა და სიფრთხილე არის მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა აირიდონ არასასურველი სამართლებრივი შედეგები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ცივი იარაღის ტარება, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, იარაღის ტარების აკრძალვა, სამართლებრივი რჩევა, იარაღი, ცივი იარაღი, სამართალი, ადვოკატი, პასუხისმგებლობა, სამართალდარღვევა, საქართვე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ცივი იარაღის ტარებასთან

ვრცლად

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

ვრცლად

2023 წლის 10 იანვრიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

2023 წლის 10 იანვრიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

ვრცლად

ცივი ია­რა­ღის ტარებაზე სან­ქცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა

ცივი ია­რა­ღის ტარებაზე სან­ქცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა

ვრცლად

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp