iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ცივი იარაღით სარგებლობის წესები
იურიდიული სტატია

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

21-04-2023, 15:51 ადვოკატი / სისხლის სამართალი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi / ადვოკატი / სტატიები 256 ნახვა
ცივი იარაღით სარგებლობის წესები

ცივი იარაღით სარგებლობის წესები წესრიგდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით. ცივი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად.

ცივი იარაღის ტარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში,საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ( შემთხვევა, როდესაც პირს ერთხელ უკვე დაეკისრა ჯარიმა ცივი იარაღების ტარებისთვის), ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული (მას ვისაც უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის) ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დასახელებული მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, მაშინ როდესაც პირი მას ატარებს იმავე მიზნით, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლით.

„ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სარგებლობის წესები, ცივი იარაღი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ცივი იარაღის ტარებასთან

ვრცლად

2023 წლის 10 იანვრიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

2023 წლის 10 იანვრიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

ვრცლად

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება

ვრცლად

ცივი ია­რა­ღის ტარებაზე სან­ქცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა

ცივი ია­რა­ღის ტარებაზე სან­ქცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა

ვრცლად

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp