iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ვინ შეიძლება ფლობდეს, შეიძინოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გიაპსუხებთ
იურიდიული სტატია

ვინ შეიძლება ფლობდეს, შეიძინოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გიაპსუხებთ

7-10-2025, 17:54 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 39 ნახვა
ვინ შეიძლება ფლობდეს, შეიძინოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გიაპსუხებთ

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება არის ღია სამართლებრივი პროცედურების და მკაცრი წესების წარმომშო საკითხი, რომლის გვერდის ავლით მოქცევა სერიოზულან სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს. ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა საქმეთა სპეციალისტი, ამ სტატიაში მოკლედ მიმოიხილავს, ვის აქვს ნებართვა იარაღის შეძენაზე და რომელ კანონითა და რეგულირდება.

საქართველოს კანონმდებლობა იარაღის სხვადასხვა კატეგორიას გამოყოფს: სამხედრო-საბრძოლო, სამსახურებრივ-საშტატო, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და სხვა ტიპები.

იარაღის შეძენა შენახვა ტარება

იურდიულ და ფიზიკურ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ მოიპოვონ საკუთრების უფლება, შეიძინონ სანადირო, სასპორტო და საკოლექციო ასევე მოკლელულიანი იარაღი, შეძენა დასაშვებია ნებართვის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. მფლობელი ვალდებულია, რეგისტრაციაში გაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 10 დღის განმავლობაში.

იარაღის შეძენა აკრძალულია 18 წლამდე მიუღწეველი მოზარდისთვის; არაქმედუნარიანის; ნარკომანის; ალკოჰოლიკის; ან ნასამართლევი პირის მიერ თუ მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლეობა; არ შეუძლია შეძენა იმ პირს ვის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან შსს-ს მიერ გახსნილია სამეთვალყურეო-პროფილაქტიკური საქმე ოჯახურ, მეზობლურ კონფლიქტთან დაკავშირებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე, იურიდიულ პირს იარაღის შეძენის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულება რომელსაც მიერთებულია საქართველო. შეძენასთან დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №164 ბრძანების თანახმად პირს შეუძლია გადაიტანოს იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილამდე, იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი. ასევე პირს რომელსაც აქვს ბ კატეგორიის (სანადირო; სპორტული; თავდაცვის; ფიზიკურ პირზე) იარაღი რეგისტრირებული, მას უფლება აქვს გარდა ძირითადი შენახვის ადგილისა, კუთვნილი იარაღი შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით მაგრამ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მის მიერ შესაბამისი კანონის წესების დაცვა.

საქართველოს პრეზიდენტის №750 ბრძანების მიხედვით იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვის მქონე პირები, ვალდებული არიან სამ წელიწადში ერთხელ გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში და წარადგინონ იარაღი ტექნიკური და საექსპერტო დათვალიერების მიზნით. საცხოვრებელ ადგილას იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი გასროლა და მასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.

აქვე უნდა იცოდეთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, დამზადება, გასაღება, გადაგზავნა დასჯადია და შეიძლება დაგეკისროთ ჯარიმა, შინა პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა. ასევე დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა და ცივი იარაღის ტარება იმ პირის მიერ ვინც არის განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული ნარკოტიკების მოხმარებისთვის; ვის მიმართაც გამოყენებულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ან ნასამართლევია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის.

იარაღისა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისაგან იარაღის შეძენისას წარმოსადგენი დოკუმენტები

უნდა წარადგინოთ განცხადება; შეძენის ყუა; პირადობის მოწმობა; საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; იარაღის შეძენის ნებართვაზე განსაზღვრული მოსაკრებლის (რომელიც თავდაცვის სახლის მოკლელულიან ან სპორტული ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე შეადგენს 8, ხოლო თავდაცვის სახის, მაგალითად გაზის, სანადირო სპორტული სახის გრძელულულიან და სპორტულ მოკლელულიან იარაღზე 6 ლარს) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; და ბოლოს მომსახურების დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - რეგისტრაციის საფასური არის 20 ლარი, სარეგისტრაციო მოწმობის - 15, ხოლო დროებითი მოწმობის თანხა შეადგენს 10 ლარს. ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში.

იმისთვის რომ გაიადვილოთ ლიცენზიის მიღება შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს, რომელიც დაგეხმარებათ განცხადების შედგენასა და დოკუმენტების შეგროვებაში.

რა უნდა წარმოადგინოს ტირისა და სასროლეთის ნებართვის მისაღებად პირმა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში?

დაგჭირდებათ: განცხადება; იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა; ადგილის სიტუაციური ნახაზი; მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ხოლო ინდ. მეწარმემ: განცხადება; ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ცნობა ნასამართლობის შესახებ, ასევე ცნობა ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა); ადგილის სიტუაციური ნახაზი; მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან: 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 350 ლარს; ხოლო 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიღების საფასურია 500 ლარი.

რა სახის გამოცდები არსებობს იარაღის რეგისტრაციის მსურველთათვის?

შსს-ს მომსახურების სააგენტოში ტარდება სამი ტიპის გამოცდა: თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: იარაღის რეგისტრაცია, იარაღის შეძენა საქართველო, იარაღის ტარება ნებართვა, იარაღი, რეგისტრაცია, ნებართვა, შენახვა, ტარება, შინაგან საქმეთა, N164, სანადირო, სპორტული, სამართალი, შინაგან საქმეთა სააგენტო იარაღი, N164 ბრძანება, იარაღის შენახვა წესები, იარაღის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების უფლება

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების უფლება

ვრცლად

ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვრცლად

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

ვრცლად

„იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის - რა იცვლება?

„იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის - რა იცვლება?

ვრცლად

პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp