iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ჩემი ავტომობილის სამართლებრივი სტატუსის შესახებ და როგორ გავიგო, ადევს თუ არა მას ყადაღა?
იურიდიული სტატია

სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ჩემი ავტომობილის სამართლებრივი სტატუსის შესახებ და როგორ გავიგო, ადევს თუ არა მას ყადაღა?

1-10-2025, 15:45 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 52 ნახვა
სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ჩემი ავტომობილის სამართლებრივი სტატუსის შესახებ და როგორ გავიგო, ადევს თუ არა მას ყადაღა?

საკუთარი ავტომობილის სამართლებრივი სტატუსის ცოდნა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო საშუალების ყიდვა-გაყიდვისას, მემკვიდრეობით მიღებისას ან გირავნობისას ხშირად ჩნდება კითხვა “არის თუ არა მანქანა იურიდიულად სუფთა?”
ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობას გავეცნოთ. ამ თემაზე გვესაუბრება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

რა ინფორმაციას შეიცავს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა?


ცნობა მოიცავს არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებს, არამედ სრულ სამართლებრივ ინფორმაციას, რომელიც მფლობელისა და მყიდველის ინტერესების დაცვას ემსახურება. კერძოდ, ცნობა ასახავს:

ა) ყადაღის შესახებ მონაცემებს - რათა დარწმუნდეთ, არის თუ არა მანქანა იძულებით აღსრულების პროცესში;

ბ) გირავნობის შესახებ - მაგალითად, ბანკის ან კერძო სესხის უზრუნველყოფისას;

გ) საგადასახადო გირავნობის შესახებ - არსებობს თუ არა საგადასახადო დავალიანება, რომლის საფუძველზეც მანქანაზე დარეგისტრირებულია გირავნობა;

დ) ძებნის შესახებ - მნიშვნელოვანია, ხომ არ არის ავტომობილი გამოცხადებული ძებნაში;

ე) დროებითი რეგისტრაციისა და ნულოვანი განბაჟების სტატუსი - განსაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ახლად შემოტანილია ქვეყანაში.

როგორ მივიღო ცნობა? - ცნობის მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ან მის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს.

საჭირო დოკუმენტებია:

  1. განცხადება;

  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  3. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

იურიდიული პირების შემთხვევაში აუცილებელია საიდენტიფიკაციო კოდის მითითება.

ცნობის გაცემის საფასური დამოკიდებულია მომსახურების სისწრაფეზე:

ვადა საფასური
5 სამუშაო დღე 30 ლარი
3 სამუშაო დღე 45 ლარი
1 სამუშაო დღე 70 ლარი
3 საათი 110 ლარი

გარდა ამისა, ფიზიკური პირის შემთხვევაში 5-ზე მეტი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიღება თითოეულ დამატებით მანქანაზე ღირს 5 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 80 ლარი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სატრანსპორტო საშუალება, სამართლებრივი მდგომარეობა, ადვოკატი, ყადაღა, გირავნობა, ძებნა, ცნობა, მომსახურების სააგენტო, ავტომობილი, ადმინისტრაციული სამართალი, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის ცნობა, ავტომობილის სტატუსი, მანქანაზე ყადაღა, ად
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ავტომობილის სამართლებრივი მდგომარეობის ცნობა და სანომრე ნიშნის აღდგენა

ავტომობილის სამართლებრივი მდგომარეობის ცნობა და სანომრე ნიშნის აღდგენა

ვრცლად

იარაღის რეგისტრაციის მოწმობის დაკარგვა და აღდგენა - ადვოკატი ნათია ნაკაშიძის რჩევები

იარაღის რეგისტრაციის მოწმობის დაკარგვა და აღდგენა - ადვოკატი ნათია ნაკაშიძის რჩევები

ვრცლად

ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

ვრცლად

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ვრცლად

ავტომობილის გამონაბოლქვზე ჯარიმები დაწესდა

ავტომობილის გამონაბოლქვზე ჯარიმები დაწესდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp