iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ნორმირებული სამუშაო დრო და შესვენება საქართველოში - რა ამბობს კანონი
იურიდიული სტატია

ნორმირებული სამუშაო დრო და შესვენება საქართველოში - რა ამბობს კანონი

4-09-2025, 19:42 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 22 ნახვა
ნორმირებული სამუშაო დრო და შესვენება საქართველოში - რა ამბობს კანონი

ნორმირებული სამუშაო დრო და შესვენების უფლება - რა უნდა იცოდეს თითოეულმა დასაქმებულმა

თანამედროვე შრომით ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის: რამდენი საათი ითვლება ნორმირებულ სამუშაო დროდ და რა მოცულობის შესვენება ეკუთვნის დასაქმებულს კანონით?

საქართველოს შრომის კოდექსი სწორედ ამ საკითხებს აწესრიგებს და განსაზღვრავს, რა არის დასაშვები მაქსიმუმი და რა უფლებები აქვს დასაქმებულს სამუშაო პროცესში.

რა არის ნორმირებული სამუშაო დრო?

ნორმირებული სამუშაო დრო ნიშნავს იმ პერიოდს, როდესაც დასაქმებული ასრულებს თავის ფუნქციებს დამსაქმებლის მითითებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესვენებისა და დასვენების დრო სამუშაო საათებში არ შედის.

ზოგადი წესი

  • კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
  • თუ საწარმოში უწყვეტი, 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის სამუშაო პროცესია, ნორმა იზრდება და შეიძლება იყოს კვირაში 48 საათამდე.

სამუშაოს ეფექტიანად და ჯანმრთელობის უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია შესვენება.

ა) თუ დღის სამუშაო ხანგრძლივობა 6 საათზე ნაკლებია, შესვენების მიცემა სავალდებულო არ არის, თუმცა შეიძლება განისაზღვროს შეთანხმებით.

ბ) თუ სამუშაო დღე 6 საათს მაინც გრძელდება, დასაქმებულს სულ მცირე 60-წუთიანი შესვენება ეკუთვნის.

გაითვალიწინეთ! ეს დრო შეიძლება დაყოს ნაწილებად, ან შეთანხმებით განისაზღვროს სხვა პირობებით, მაგრამ საერთო ხანგრძლივობა მინიმუმ 1 საათი უნდა იყოს.

შრომის კოდექსი განსაკუთრებულად იცავს არასრულწლოვანთა უფლებებს.

ა) 16-18 წლის მოზარდებისათვის: სამუშაო კვირა არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს, ხოლო ყოველდღე 6 საათს.

ბ) 14-16 წლის მოზარდებისათვის: კვირაში მაქსიმუმ 24 საათი, დღეში კი 4 საათი.

ეს შეზღუდვები მიზნად ისახავს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.

ნორმირებული სამუშაო დროისა და შესვენების მკაფიო რეგულირება იცავს როგორც დასაქმებულის ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას, ასევე უზრუნველყოფს სამუშაოს პროდუქტიულობას. დამსაქმებლისათვის ამ წესების დაცვა ნიშნავს სამართლებრივი დავების თავიდან აცილებას და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ნორმირებული სამუშაო დრო, შესვენება, დასაქმებულის უფლებები, შრომის კოდექსი, სამუშაო საათები, არასრულწლოვანი დასაქმებულები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დასვენების და შესვენების უფლება შრომითი ერთიერთობის დროს

დასვენების და შესვენების უფლება შრომითი ერთიერთობის დროს

ვრცლად

მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა

მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა

ვრცლად

სამუშაო დროის ხანგძლივობა

სამუშაო დროის ხანგძლივობა

ვრცლად

შრომითი ხელშეკრულების დადება

შრომითი ხელშეკრულების დადება

ვრცლად

როგორ რეგულირდება შრომითი ურთიერთობები?

როგორ რეგულირდება შრომითი ურთიერთობები?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp