iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა
იურიდიული სტატია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

14-03-2023, 11:51 სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 187 ნახვა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით, მთავრობის ინიციატივით, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მომზადდა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა.

დოკუმენტი განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, რომელმაც იმ ძირითად რეფორმებზე და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, კოდექსი თავდაცვის მიზნებზე მორგებულ სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, 6, 8 და 11-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ.

ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინური და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც.

„ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის კოდექსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების შემდგომი დახვეწისთვის და გაუმჯობესებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის კუთხით. ახალი კოდექსი ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მოაწესრიგებს და ამით ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო ეფექტური და მიმზიდველი გახდება. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღნიშნული დოკუმენტი იქნება სერიოზული მხარდაჭერის საფუძველი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

წყარო : საქართველოს პარლამენტი

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ელჩი დეგნანის განცხადება თავდაცვის სამინისტროს GDRP-ის დასკვნით ღონისძიებაზე

ელჩი დეგნანის განცხადება თავდაცვის სამინისტროს GDRP-ის დასკვნით ღონისძიებაზე

ვრცლად

ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გრძელდება

ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გრძელდება

ვრცლად

საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მნიშვნელოვანი დებულებები

საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მნიშვნელოვანი დებულებები

ვრცლად

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას, მხარი დაუჭირა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის

ვრცლად

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp