iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სისხლის სამართალი » თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
იურიდიული სტატია

თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

22-02-2024, 15:48 სისხლის სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სიახლე 217 ნახვა
თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

''თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე, ხოლო მეორე პირს - გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს დაზარალებულთან შელაპარაკება მოუხდა. აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული, დაუკავშირდა თავის მეგობარს, მოუყვა მომხდარის შესახებ და ორივემ ჯგუფურად დაზარალებულის მოკვლა განიზრახეს. იმავე ღამეს, ბრალდებულები ავტომობილით, თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა გააჩერა ავტომობილი, ხოლო მის გვერდით მჯდომი ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

იმავე დღეს, დაზარალებულის თანმხლები პირი საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ იცნობს დაზარალებულთან კონფლიქტში მონაწილე პირს და მეგობრობს მასთან, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის მიზნით, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ იმავე პირმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ,გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ გარკვევით დაინახა მსროლელი, რომელიც არ იყო ის პირი, რომელსაც დაზარალებულთან ღამის კლუბში შელაპარაკება მოუვიდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება) წარედგინა.

პროკურატურამ სასამართლოს ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებით უკვე მიმართა, ხოლო მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით - კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით'' - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: თბილისში დამამძიმებელ, დამამძიმებელ გარემოებაში, დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურა, ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ვრცლად

პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ვრცლად

პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე

პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ

ვრცლად

პროკურატურამ სოფელ ლაფანყურში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სოფელ ლაფანყურში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის

ვრცლად

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp