iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » წევრთა საყურადღებოდ! - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
იურიდიული სტატია

წევრთა საყურადღებოდ! - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

5-12-2023, 15:35 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 295 ნახვა
წევრთა საყურადღებოდ! - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია


წევრთა საყურადღებოდ!

2023 წლის 23 დეკემბერს 12:00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება.

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 23 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება (რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე). ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (მისამართი: ქალაქი თბილისი, წინანდლის ქუჩა N9, მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ).

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 12:00 საათამდე.

აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება 2023 წლის 23 დეკემბერს 13:00 საათზე. განმეორებითი კრება უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.

განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 12:10 საათზე და გაგრძელდება 13:00 საათამდე. ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (მისამართი: ქალაქი თბილისი, წინანდლის ქუჩა N9, მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ).


ადვოკატთა ასოციაციის 2023 წლის 23 დეკემბრის საერთო კრების დღის წესრიგი

  1. წევრთა რეგისტრაცია და კრების გახსნა;
  2. ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
  3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა;
  4. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა;
  5. ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა;
  6. ადვოკატთა ასოციაციის წესდებაში (მუხლი 3. ასოციაციის ადგილსამყოფელი) ცვლილების შეტანა;
  7. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 1 წევრის არჩევნები;
  8. ხმების დათვლა;
  9. არჩევნების შედეგების გამოცხადება;
  10. ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების და საჭადრაკო გუნდის დაჯილდოება;
  11. კრების შეჯამება/დახურვა.


საერთო კრების ფარგლებში, 2023 წლის 23 დეკემბერს, გაიმართება ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის არჩევნები.


არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა საყურადღებოდ!

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-131 მუხლის თანახმად, 2023 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათამდე, ადვოკატთა ასოციაციაში (მისამართი: თბილისი, თინათინ ვირსალაძის 1-ლი ჩიხი, N1) ან ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: saertokreba@gba.ge პირადად წარმოადგინოთ განცხადება არჩევნებზე თქვენი კანდიდატურის ნომინირების შესახებ (განცხადების ფორმა იხ. ქვემოთ).

კანდიდატად ნომინირების თაობაზე განცხადების წარმოდგენის ვადის გასვლის შემდეგ (2023 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათი) კანდიდატის ნომინირება დაუშვებელია.


ასოციაციის აღმასრულებელი წევრად ნომინირებისთვის კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

(ა) განცხადება ნომინირების შესახებ ფორმა - გადმოტვირთეთ აქ (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი სახით);

(ბ) ავტობიოგრაფია (CV);

(გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

(დ) საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.


„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30.1. პუნქტის თანახმად, ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს წევრად თუ:

(ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება;

(ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;

(გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.

განცხადებები შესაბამისი თანდართული საბუთებით პირადად უნდა წარმოადგინოთ 2023 წლის 12 დეკემბრის, 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თბილისი, თინათინ ვირსალაძის 1-ლი ჩიხი, N1 ან ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: saertokreba@gba.ge


წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრთა საყურადღებოდ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადვოკატთა ასოციაციამ საანგარიშო საერთო კრება ჩაატარა

ადვოკატთა ასოციაციამ საანგარიშო საერთო კრება ჩაატარა

ვრცლად

დღეს სებ-ი საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს

დღეს სებ-ი საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს

ვრცლად

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ვრცლად

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის საშემოდგომო სესიაზე რეგისტრაციის ვადა

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის საშემოდგომო სესიაზე რეგისტრაციის ვადა

ვრცლად

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp