iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სახელისა და გვარის შეცვლა საქართველოში, საფასური და ვადები
იურიდიული სტატია

სახელისა და გვარის შეცვლა საქართველოში, საფასური და ვადები

15-01-2024, 20:47 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / იუსტიციის სახლი / Public Service Hall / სიახლე 1 775 ნახვა
სახელისა და გვარის შეცვლა საქართველოში, საფასური და ვადები


1. ვის შეუძლია სახელისა და გვარის შეცვლა საქართველოში?

✔️ საქართველოს მოქალაქეს;

✔️ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში;


2. რა შემთხვევაში შეუძლია პირს შეიცვალოს სახელი?

✔️ სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილისამებრ.

სრულწლოვან პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.

სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.


3. რა შემთხვევაში შეუძლია პირს შეიცვალოს გვარი და მიიღოს:

✔️ მშობელთა შეერთებული გვარი;

✔️ პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი (მეოთხე თაობის ჩათვლით);

✔️ საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;

✔️ ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;

✔️ მშვილებლის გვარი;

✔️ ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;


ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია:

✔️ აღიდგინოს ისტორიული გვარი;

✔️ მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;

✔️ დაიდგინოს გვარი.


გაითვალისწინეთ!!!

სახელისა თუ გვარის შეცვლის შემდეგ, პირს მონაცემი ეცვლება, ხოლო დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი, უცვლელი რჩება.


გვარის შეცვლის გარკვეული საფუძვლების შემთხვევაში სრულწლოვან პირს შეუძლია გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ.


პირებზე , რომლებმაც 2017 წლის 28 მარტის შემდგომ შეიცვალეს გვარი, ვრცელდება ახალი კანონით დადგენილი გვარის შეცვლის რაოდენობრივი შეზღუდვა, შესაბამისი საფუძვლით გვარის შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში.


4. მომსახურების ვადა და საფასური

✔️ სახელის ან/და გვარის შეცვლა ხორციელდება განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს.

✔️ მომსახურების საფასურია - 75 ლარი;

✔️ დაუშვებელია სახელის ან/და გვარის შეცვლა დაჩქარებული წესით.

სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ შეცვალოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.




ასევე დაუშვებელია სახელისა და გვარის შეცვლა, თუ:


✔️ თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

✔️ განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;

✔️ დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.

✔️ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია და მასზე არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეღავათი;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სახელისა, გვარის, შეცვლა, საქართველოში, saxelisa, da, gvaris, shecvla, saxelisa da gvaris, gvaris shecvla, saxelis shecvla, saqartveloshi saxelis shecvla
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

ვრცლად

რა შემთხვევაშია შესაძლებელი გვარის შეცვლა?

რა შემთხვევაშია შესაძლებელი გვარის შეცვლა?

ვრცლად

სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები

სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები

ვრცლად

რა პროცედურების გავლაა საჭირო სახელის და გვარის შესაცვლელად?

რა პროცედურების გავლაა საჭირო სახელის და გვარის შესაცვლელად?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp