შრომის ინსპექცია - სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ და მისმა მოადგილემ ნატო ნათენაძემ ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
სოციალური და ეკონომიკური უფლებების უწყვეტი ხელშეწყობის ფარგლებში მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს სოციალური ინტერესის გაძლიერებას ევროპის სოციალური ქარტიის დებულებებთან დაახლოების საშუალებით.
საჭიროებების შეფასებამ დასაქმებულთა უფლებების რეალიზაციასთან, გენდერულ სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებული გამოწვევები გამოავლინა. ღონისძიებაზე ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად გრძელვადიანი თანამშრომლობის გზები და პროექტები იქნა წარმოდგენილი. მთლიანობაში ევროპის საბჭომ დადებითი შეფასება მისცა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობას.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგებსა და იმ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც დასაქმებულთა უფლებების რეალიზაციასთან არის დაკავშირებული. არსებული გამოწვევების მიუხედავად, ყოველწლიური სტატისტიკა მოწმობს, რომ დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში უმჯობესდება. შრომის ინსპექციის სამსახური კი პარტნიორ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს დღეს არსებული გამოწვევების დასაძლევად.
აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.
წყარო: შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
