თუ მოქირავნე ქირას არ გადაიხდის, აღსრულება გამოასახლებს!
თუ მოქირავნე ქირას არ გადაიხდის, აღსრულება გამოასახლებს, ეს კი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება. იუსტიციის მინისტრმა კანონში ცვლილებების შეტანა პარლამენტის ტრიბუნიდან დაანონსა.
მსგავსი პრობლემა დღეს საქართველოში არაერთ ბინის გამქირავებელს აწუხებს. მაშინ, როცა დამქირავებელი საფასურის გადახდაზე უარს ამბობს, მეპატრონეს მხოლოდ ერთი გზა რჩება, მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ეს დროში გაწელილი პროცესია. უმეტეს შემთხვევაში კი, საქმის განხილვა წლობით გრძელდება შედეგად, კი გამქირავებელი ზარალდება.
პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მოგვარების გზებზე მუშაობა უკვე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრო ბინის მეპატრონეებს გამოსავალს სთავაზობს.
რატი ბრეგაძის ინიციატივა უკვე გახდა განხილვის საგანი. არ არის გამორიცხული, მევახშეებმა ეს იდეა თაღლითობისთვის გამოიყენონ.იურისტების ნაწილმა მინიტრს ურჩია, კანონის დამტკიცებებამდე კონსულტაციები გაიმართოს.
გამოსავალი შესაძლოა სასყიდლიანი ხელშეკრულების რეგისტრაცია იყოს. რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრმა გააჟღერა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: სასყიდლიანი ხელშეკრულების რეგისტრაცია
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
