სამხრეთ კორეაში რობოტმა ადამიანი მოკლა
სამხრეთ კორეაში რობოტმა ადამიანი ყუთისგან ვერ გაარჩია და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ BBC წერს, იხილეთ აქ სტატია
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით, ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა, სადაც რობოტიზებულ ხელს წიწაკით სავსე კოლოფების დიდ ყუთებში ჩასალაგებლად იყენებენ. როდესაც გეგმური შემოწმებისას რობოტთან ქარხნის თანამშრომელი მივიდა, რობოტმა ისიც ყუთად აღიქვა, დაიჭირა და კონვეიერზე დააგდო. კაცმა სახისა და გულმკერდის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა. ინციდენტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ქარხნის მფლობელმა კომპანიამ Donggoseong Export Agricultural Complex უსაფრთხო გარემოს შექმნისადმი მზადყოფნა გამოთქვა.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
