iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ნივთები, რომლებზეც ყადაღა არ გამოიყენება
იურიდიული სტატია

ნივთები, რომლებზეც ყადაღა არ გამოიყენება

29-11-2022, 11:01 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 330 ნახვა
ნივთები, რომლებზეც ყადაღა არ გამოიყენება

მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში იძულებითი აღსრულების მიზნებისათვის შესაძლებელია ყადაღა დაედოს მის უძრავ თუ მოძრავ ქონებას. ყადაღის დადება ნიშნავს მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების აკრძალვას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყადაღის დადება მესაკუთრისთვის ყოველთვის დაკავშირებულია უარყოფით შედეგთან, რადგან მას ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა.

საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებზეც დაუშვებელია ყადაღის დადება. კერძოდ, ყადაღას არ ექვემდებარება:

(1) სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება, მათ შორის, საარსებო შემწეობა;

(2) იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ნივთებისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაუშვებელია სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის ქონებაზე ყადაღის დადება, გარდა იმ ნივთებისა, რომელიც მათ მიერ დატვირთულია გირავნობით;

(3) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;

(4) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;

(5) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით - ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;

(6) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;

(7) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები. როდესაც მესამე პირი ამტკიცებს, რომ მოძრავი ქონება წარმოადგენს არა მოვალის, არამედ მის საკუთრებას, მას შეუძლია აღძრას სარჩელი სასამართლოში ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით მოვალისა და კრედიტორის მიმართ.

ვალდებულების იძულებითი აღსრულების მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს შრომითი ანაზღაურებიდან (ხელფასიდან) თანხის დაქვითვა. მიუხედავად ამისა, აღმასრულებელს არ აქვს უფლება მოვალეს ხელფასიდან ერთჯერადად დაუქვითოს თანხა შრომითი ანაზღაურების 50%-ზე მეტი ოდენობით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: yadaga, uzrunvelyofa, movale, valdebulebis sheusrulebloba, akrdzalva, modzravi qoneba, udzravi qoneba, sakvebi, piradi moxmarebis nivtebi, saojaxo nivtebi, ყადაღა, უზრუნველყოფა, მოვალე, ვალდებულების შეუსრულებლობა, აკრძალვა, მოძრავი ქონება, უძრავი ქონება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შინაპატიმრობა

შინაპატიმრობა

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია,საკუთრების ადვოკატი

უძრავი ქონების რეგისტრაცია,საკუთრების ადვოკატი

ვრცლად

სარჩელის უზრუნველყოფა და მისი გამოყენება

სარჩელის უზრუნველყოფა და მისი გამოყენება

ვრცლად

''სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებაა

''სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებაა

ვრცლად

სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა

სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp