iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რას ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფა?
იურიდიული სტატია

რას ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფა?

20-04-2023, 18:03 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 296 ნახვა
რას ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფა?

სარჩელის უზრუნველყოფა არის გადაწყვეტილების რელურად აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისთვის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეებია: ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე; მოპასუხისთვის გარკვეული ქმედების განხორციელების აკრძალვა;ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება; სააღსრულებლო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის საფუძველზე. სასამართლოს, მოსარჩელეს მოთხოვნით ასევე შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებები (მაგალითად აუკრძალოს ქონების რეალიზაცია, ან იპოთეკით, გირაოთი დატვირთვა), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში რამდენიმე ერთად. თუ მხარეები მოითხოვენ, შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

რა იგულისხმება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებაში?

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. აღსრულების მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თან უნდა იქონიოთ სააღსრულებო ფურცლის დედანი, პირადობის მოწმობა, გადაწყვეტილების დამოწმებულია ასლი, სერვისის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ თავად არ ხართ განმცხადებელი და სარგებლობთ ადვოკატის მომსახურებით უნდა წარმოადგინოთ რწმუნებულება. სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღეში კი უნდა გადაიხადოთ აღსრულების საფასური. სასამართლო განჩინების აღსრულება ხორციელდება დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის გათვალისწინებული წესით.

შეიძლება ყადაღის დადების მოთხოვნა სარისკო გამოდგეს, რადგან შესაძლოა ამით მოპასუხე მხარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს, მან კი გიჩივლოთ და მოითხოვოს იმ მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა ყადაღის დადების შედეგად.

სარჩელის უზრუნველყოფის დაწერისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს. ის გაგიწევთ კონსულტაციას და გეტყვით რისი მოთხოვნა იქნება უფრო სწორი რომ არ დაზარალდეთ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სარჩელის, უზრუნველყოფა, რას, ნიშნავს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სარჩელის უზრუნველყოფა და მისი გამოყენება

სარჩელის უზრუნველყოფა და მისი გამოყენება

ვრცლად

სარჩელის სახეები

სარჩელის სახეები

ვრცლად

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბანკის მიერ უკანონო ყადაღისაგან გათავისუფლდა მესაკუთრის უძრავი ქონება

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბანკის მიერ უკანონო ყადაღისაგან გათავისუფლდა

ვრცლად

სარჩელი უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა

სარჩელი უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა

ვრცლად

მოვალის უფლებები სააღსრულებო წარმოებაში

მოვალის უფლებები სააღსრულებო წარმოებაში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp