Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რას ნიშნავს შეჯიბრებითობის პრინციპი სასამართლო საქმის განხილვისას

რას ნიშნავს შეჯიბრებითობის პრინციპი სასამართლო საქმის განხილვისას



სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.

როგორც მტკიცებულებათა მოპოვებისას, ასევე მათი სასამართლოში გამოკვლევის დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მაგალითად, დაცვის მხარეს უფლება აქვს, შეკითხვა დაუსვას ბრალდების მხარის მოწმეს და პირიქით. 

გარდა ამისა, ორივე მხარეს ეძლევა საშუალება, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობასა თუ საჩივარზე ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია. შეჯიბრებითი პროცესის იდეაზეა აგებული საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რა დროსაც მხარეები თავად თანხმდებიან როგორც ბრალზე, ასევე სასჯელზე, სასამართლო ამოწმებს მხოლოდ მის კანონიერებასა და სამართლიანობას. 

შეჯიბრებითობის პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც სწორედ მხარეთა მომზადებაზე, პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნაფიცი მსაჯულები, როგორ დაარწმუნებენ მათ პირის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაში.

საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია თქვენი პოზიციის დასაბუთებულობასა და მტკიცებულებებით დადასტურებაზე.

სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, ესე იგი, თქვენ გეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი მტკიცების ტვირთი. 

სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს, რომ ყველა მოდავე პირი სასურველი შედეგის მისაღწევად თანაბარი შესაძლებლობით სარგებლობს. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, როგორ დაასაბუთონ საკუთარი მოთხოვნა – რომელ ფაქტებზე მიუთითონ, რა მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს, რა სახის შუამდგომლობები აღძრან და რა საშუალებით გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის ფაქტობრივ-სამართლებრივი არგუმენტები.

სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაგებელი. ამ შემთხვევაშიც მოპასუხე წყვეტს, როგორ გააბათილოს მოსარჩელის არგუმენტები – რა გარემოებებზე მიუთითოს სარჩელში ასახული ფაქტების საწინააღმდეგოდ ან როგორ დაარწმუნოს სასამართლო, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაიზიაროს. მოპასუხე საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, ასევე შესაგებლითვე მიმართავს ამა თუ იმ შუამდგომლობით.

სასამართლოს ეკრძალება თავისი ინიციატივით მტკიცებულების მოპოვება.

სასამართლოს ეკრძალება როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარისათვის სასარგებლო მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოპოვება და თავისი ინიციატივით გამოკვლევა.

ბრალდებულის ბედი დამოკიდებულია მხარეთა კომპეტენტურობასა და მომზადებაზე, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მნიშვნელობასა და საქმესთან შემხებლობაზე. თანასწორუფლებიანობა და შეჯიბრებითობა დაცულია მხარეების მიერ მტკიცებულებათა მოპოვების პროცესშიც. ორივე მხარეს უფლება აქვს, თავისუფლად მოიპოვოს მტკიცებულებები, ჩაატაროს ექსპერტიზა და მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. 

დაუშვებელია, სასამართლოს წარედგინოს ის მტკიცებულებები, რომელთა გაცნობის თანაბარი შესაძლებლობა მხარეებს არ ჰქონდათ. კერძოდ, თუ მხარეები ერთმანეთს დაუმალავენ მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, მათ უფლება აღარ აქვთ, ისინი წარუდგინონ სასამართლოს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები