iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მეუღლეთა ქონებები რომელზეც არ ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი
იურიდიული სტატია

მეუღლეთა ქონებები რომელზეც არ ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი

14-03-2023, 11:00 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ქონებრივი დავები 304 ნახვა
მეუღლეთა ქონებები რომელზეც არ ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი

სამოქალაქო კოდექსის 1161 მუხლის მიხედვით,მეუღლეთა ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ,თანასაკუთრების უფლება არ ვრცელდება იმ ქონებაზე,რომელიც:

მეუღლეს ეკუთვნოდა ქორწინებამდე და/ან ქორიწნების დროს მიიღო მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

თანასაკუთრების რეჟიმი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც მეუღლეებს ეკუთვნოდათ დაქორწინებამდე , მეუღლის„ინდივიდუალურ საკუთრებად“ რჩება ის „საკუთრება“ რომელიც მან ქორწინებამდე შეიძინა.

თანასაკუთრების რეჟიმი არ ვრცელდება იმ ქონებაზე რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით - ერთის მხრივ: საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლი უთითებს მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობაზე (ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას) ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნული უფლებრივი თანასწორობა, თანასწორუფლებიანობა კანონის მიმართ იზღუდება ორი ნაწილით: მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით.

მემკვიდრეობა - მეუღლე რომელიც იმყოფება დარეგისტრირებულ ქორწინებაში არ წარმოეშვება თანასაკუთრების უფლება მეორე მუღლის მიმართ თუ მან აღნიშნული ქონება მიიღო მემკვიდრეობით.ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ეს აუცილებელია რადგანაც მემკვიდრეობა უფრო „პიროვნული“ უფლებაა და ის პირს მოყვება დაბადებიდან და შესაბამისად აღნიშნული პიროვნული უფლებიდან მიღებული უფლება არის მისი საკუთრება სადაც მეუღლეებს (ივარაუდება მეორე მუღლე) არ გაუწევია არავითარი საერთო ოჯახური საქმიანობა რათა მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვას.

ჩუქება - თუ მეუღლეები არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და თუ ერთ-ერთი მეუღლე იღებს რაიმეს საკუთრებაში ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მაშინ მეორე მეუღლეს მის მიმართ თანასაკუთრების უფლება არ წარმოეშვება. აქაც კანონმდებლის დანაწესი გამოწვეული უნდა იყოს პიროვნულობიდან გამომდინარე. თუმცაღა მიუხედავად ასეთი დანაწესისა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ქონების თანასაკუთრებიდან ამორიცხვა მოიცავს რამდენიმე რისკს, მაგალითად: - შესაძლებელია ერთ-ერთი მეუღლე აღნიშნულს იყენებდეს მისთვის სასარგებლოდ, კერძოდ ის მიღებული თანხების საშუალებით უკანვე იბრუნებს მის ქონებას ოღონდ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე; შეიძლება პირი რომელიც აპირებს განქორწინებას უძრავ მოძრავი ქონება არ დაირეგისტრიროს საკუთარ სახელზე და ის მესამე პირის საშუალებით მიიღოს ჩუქების ხელშეკრულების საშუალებით; და სხვა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გამონაკლისები მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს

გამონაკლისები მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს

ვრცლად

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

ვრცლად

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

ვრცლად

მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

ვრცლად

როგორ ხდება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

როგორ ხდება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp