Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ქორწინების ბათილობის საფუძვლები

ქორწინების ბათილობის საფუძვლები


ქორწინების ბათილობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით :

მუხლი 43. ქორწინების ბათილობის საფუძვლები

ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია ამ კოდექსის მე-14, მე-15 და მე-18 მუხლებით დაწესებული პირობები და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქტიური ქორწინება). საქმეს ქორწინების ბათილობის შესახებ განიხილავს სასამართლო საერთო სასარჩელო წესით.

მუხლი 44. ქორწინების ბათილად ცნობა მეუღლის მიერ საქორწინო ასაკის მიუღწევლობის შემთხვევაში

იმ პირთან ქორწინება, რომელსაც საქორწინო ასაკისათვის არ მიუღწევია და არ ჰქონდა შემცირებული საქორწინო ასაკი, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ ამას მოითხოვს იმ მეუღლის ინტერესები, რომელიც დაქორწინდა საქორწინო ასაკის მიღწევამდე.

ამ საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს არასრულწლოვან მეუღლეს, მის მშობლებს ან მის მეურვეს (მზრუნველს), აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან პროკურორს.

ასეთი საქმის განხილვის ყველა შემთხვევისას საქმეში მონაწილეობის მისაღებად ჩაბმულ უნდა იქნეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

თუ საქმის განხილვის მომენტისათვის არასრულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია, მაშინ ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად მხოლოდ მისი მოთხოვნით.

მუხლი 45. ქორწინების ბათილად ცნობა დაქორწინებისას ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობის გამო

ქორწინება, რომელიც გაფორმდება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება ბათილად ცნოს სასამართლომ.

თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება კანონიერად ცნოს ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან.

ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირთ, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს ან პროკურორს.

სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო არაქმედუნარიანად ცნობილ პირთან ქორწინების გაბათილების საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში მონაწილეობის მისაღებად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმა.

 დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

 ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები