iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ონლაინ რეჟიმში მინდობილობა / რწმუნებულების დამოწმება
იურიდიული სტატია

ონლაინ რეჟიმში მინდობილობა / რწმუნებულების დამოწმება

27-02-2023, 11:47 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სანოტარო სერვისები / სახელშეკრულებო სამართალი / მემკვიდრეობა / უძრავი ქონების რეგისტრაცია 597 ნახვა
ონლაინ რეჟიმში მინდობილობა / რწმუნებულების დამოწმება

მინდობილობა / რწმუნებულება არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ერთი პირის (მინდობილი) მიერ მეორესთვის (რწმუნებული) ერთი ან რამდენიმე მოქმედების დავალებას.

მინდობილობის შედგენისას აუცილებელია ყველა გათვალისწინებული მოქმედების ზუსტი აღწერა, რათა რწმუნებულს არ შეექმნას რაიმე დაბრკოლება დავალების შესრულებისას, დოკუმენტით გათვალისწინებულ კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში.

იმისათვის, რათა ნოტარიუსმა შეადგინოს მინდობილობა / რწმუნებულება, შესაბამისი სანოტარო მოქმედების მსურველმა (მინდობილობის გამცემმა) უნდა მიაწოდოს მას რწმუნებულის პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).

ვის შეუძლია, ისარგებლოს ონლაინ სანოტარო მომსახურებით?

ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.

მინდობილობა/რწმუნებულების ონლაინ რეჟიმში დასამოწმებლად გჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, ვებკამერა, ყურსასმენი. სანოტარო აქტის ონლაიში დამოწმებას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ნოტარიუსი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით.

ვინ უნდა ესწრებოდეს ონლაინში სანოტარო აქტის დამოწმების პროცესს?

1.ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი: 1. ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას. ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.

2.მოწმე- პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი. მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით. მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მინდობილობა / რწმუნებულების დამოწმება

მინდობილობა / რწმუნებულების დამოწმება

ვრცლად

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება- მინდობილობა/რწმუნებულება

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება- მინდობილობა/რწმუნებულება

ვრცლად

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება / განცხადება, თანხმობა

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება / განცხადება, თანხმობა

ვრცლად

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება - ხელშეკრულება

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება - ხელშეკრულება

ვრცლად

 სანოტარო სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სესიაზე გაეცნენ

 სანოტარო სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებს ნოტარიუსთა საერთაშორისო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp