iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების მიზანით წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება
იურიდიული სტატია

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების მიზანით წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება

18-01-2023, 17:10 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 244 ნახვა
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების მიზანით წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება

შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამეტური შესაძლებლობაა, ინდივიდებმა, მიუხედავად მათი სტატუსისა, გამოხატონ გრძნობები, შეხედულებები და პროტესტი სხვადასხვა საკითხის მიმართ, გააკრიტიკონ საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებები, წარადგინონ ალტერნატიული ან/და არაპოპულარული მოსაზრებები და მოახდინონ უმცირესობათა თუ მარგინალიზებული ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება. ამდენად, შეკრება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, ცნობიერების ამაღლების, ცვლილებებისა თუ რეფორმების პროცესს და წარმოადგენს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას. (სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - 2020 წ.)

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში (დეტალური ჩამონათვალი მოცემულია კანონში), აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

აღნიშნული უფლების განხორციელება არ საჭიროებს რაიმე სახის ნებართვას. თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია მიუთითებს, რომ კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

გაფრთხილების ვალდებულებას ითვალისწინებს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. ასეთ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა სათანადო გაფრთხილების შეტანა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირები. ამასთან, გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: shekreba, manifestacia, nebartvis ageba, gafrtxilebis valdebuleba, შეკრება, მანიფესტაცია, ნებართვის აღება, გაფრთხილების ვალდებულება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის განმარტება

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის განმარტება

ვრცლად

ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის

ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის

ვრცლად

სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა

სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული

ვრცლად

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის

ვრცლად

ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი მოგებული საქმე

ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი მოგებული საქმე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp