iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი მოგებული საქმე
იურიდიული სტატია

ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი მოგებული საქმე

26-12-2022, 12:31 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / საერთაშორისო სამართალი 261 ნახვა
ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი მოგებული საქმე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)” თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „არა პანორამას“ აქციის 7 მონაწილის სახელით საქმეს აწარმოებდა, რომელზეც გადაწყვეტილება 2022 წლის 15 დეკემბერს გამოვიდა. სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) მუხლის დარღვევა და მომჩივნებს სამართლიანი დაკმაყოფილება მიანიჭა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2015 წლის 19 ივლისს, თბილისის საკრებულოს წინ, „თბილისი პანორამას“ პროექტის გაპროტესტების მიზნით აქცია გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „პანორამა არა ყ**“, რის გამოც სამართალდამცავებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს. დაკავებულებიდან მამრობითი სქესის წარმომადგენლები მოათავსეს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ დაახლოებით 20 საათი გაატარეს. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს კი შსს-ს ეზოში პოლიციის მანქანაში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში შეეზღუდათ თავისუფლება. მომჩივნებს დაკავების საფუძველი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ განემარტათ. სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეჭირათ პლაკატები უხამსი წარწერით, რომელსაც ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. ასევე, ოქმების მიხედვით, ორი დაკავებული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, 7 მომჩივანი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის - პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც „უხამსი“ სიტყვა ეწერა. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ლარით. სასამართლოს მიერ არ დადასტურდა მომჩივანთა მხრიდან სხვა ქმედებების ჩადენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა ემსახურება საჯარო მორალის და კონკრეტული პირის პატივისა და ღირსების დაცვას. თუმცა სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტული პირის ვინაობა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოთ მოცემული ფაქტები ნამდვილად წარმოადგენდა კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას. ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გამოიკვლეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პასუხი არ გასცეს კითხვას, თუ მომჩივნების მიერ პლაკატების ხელში ჭერა რა ხარისხით წარმოადგენდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და არ შეაფასეს, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების პროპორციულობა, მაშინ, როდესაც სასამართლოს წინაშე წარდგენილი ვიდეო ცხადად მიუთითებდა, რომ მომჩივნების ქმედებები იყო მშვიდობიანი და პასიური. მათ ხელში მხოლოდ ბანერები ეჭირათ, და არ ახორციელებდნენ რაიმე სახის აგრესიულ მოქმედებას. ამასთან, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ გამოყენებული სიტყვები მიმართული არ ყოფილა რომელიმე ინსტიტუციის ან პერსონისკენ, შესაბამისად, ის არ შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხმყოფელად. სასამართლოს შეფასებით, უწმაწური სიტყვა გამოყენებული იყო მომჩივნების მიერ, როგორც სტილისტური იარაღი, გამოეხატათ მათი მაღალი ხარისხის წინააღმდეგობა პანორამას პროექტის მიმართ, და, თუნდაც კონტრავერსიული ფორმა, რომელიც მომჩივნებმა აირჩიეს იმისთვის, რათა გამოეხატათ თავიანთი აზრი საჯარო ინტერესის საკითხზე არ არის საკმარისი იმისთვის, რათა შეიზღუდოს შეკრების თავისუფლება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მსგავსი გამოხატვის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ჯარიმის დაკისრებას აქვს მსუსხავი ეფექტი. ამრიგად, ყველა ზემოაღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით და კერძოდ შიდა სასამართლოების უმოქმედობის, შეეფასებინა საქმესთან დაკავშირებით რიგი მნიშვნელოვანი ასპექტები, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შუქზე.

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ (1984) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ავიწროებს ადგილს შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლებით მოსარგებლე პირებს. ასკ-ის საფუძველზე სამართალწარმოება უმეტესად დაცლილია სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიებისგან, რაც, კიდევ ერთხელ დადასტურდა მიმდინარე საქმეში.

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: evropuli sasamartlo, mogebuli saqme, adamianis uflebebi, konvencia, ევროპული სასამართლო, მოგებული საქმე, ადამიანის უფლებები, კონვენცია, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო

ვრცლად

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

ვრცლად

სტრასბურგის სასამართლომ გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეებზე დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეებზე დარღვევა დაადგინა

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp