iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დაკავებისას, დუმილით სარგებლობის უფლება
იურიდიული სტატია

დაკავებისას, დუმილით სარგებლობის უფლება

30-11-2022, 11:29 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 246 ნახვა
დაკავებისას, დუმილით სარგებლობის უფლება

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს, პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე.

პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა.

ყურადღება მიაქციეთ დამკავებელ სუბიექტს. საქართველოს სისხლის სამართლის 172-ე მუხლის თანახმად, დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

უპირველეს ყოვლისა, რაც დაკავებისას უნდა მოითხოვოთ, არის სატელეფონო ზარის უფლება ოჯახისწევრთან, ახლობელთან ან უკეთეს შემთხვევაში, პირდაპირ ადვოკატთან.

იმ შემთხვევაში, თუ უკვე გყავთ ადვოკატი ან ოჯახის წევრები თქვენ სასარგებლოდ აიყვანენ ადვოკატს, აჯობებს, ისარგებლოთ თქვენთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილებით და ადვოკატთან გასაუბრებამდე ისარგებლოთ დუმილის უფლებით. მას შემდეგ, რაც ადვოკატთან გასაუბრების საშუალება მოგეცემათ, შეგიძლიათ, ჩვენების მიცემისას მოითხოვოთ ადვოკატის დასწრება, რაც გამოკითხვისას დაგეხმარებათ ჩვენების სწორად ჩამოყალიბებაში.

თქვენ უფლება გაქვთ, არ დაიბრალოთ დანაშაული, ასევე ყველაფერი, რასაც იგი იტყვით, შესაძლებელია, თქვენ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. იურიდიული კომპანია ასევე გირჩევთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაკავებისას მოითხოვოთ უფასო სამედიცინო შემოწმება.

დაკავების მომენტიდან თქვენ ითვლებით ბრალდებულად. დაკავებისას, თქვენ უნდა მოითხოვოთ, რომ დაუყოვნებლივ თქვენთვის გასაგებ ენაზე გაგაცნონ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს თქვენს მიმართ დასაბუთებული ვარაუდი.

- ბრალდების წარდგენისას, აუცილებლად უნდა გადმოგცენ დაკავების ოქმი.

- დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. - დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, უნდა გადმოგცენ ბრალდების შესახებ დადგენილება.

- თუ ამ ვადაში დადგენილება არ გადმოგეცათ, უფლება გაქვთ დაუყოვნებლივ მოითხოვოთ განთავისუფლლება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: dakaveba, dumilit sargeblobis ufleba, braldebis wardgena, dakavebis vada, braldebis shesaxeb dadgenileba, damkavebeli, sisxlis samartali, დაკავება, დუმილით სარგებლობის უფლება, ბრალდების წარდგენა, დაკავების ვადა, ბრალდების შესახებ დადგენილება, დამკავებელი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

ვრცლად

აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

ვრცლად

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

ვრცლად

მოქალაქეთა ჩხრეკა

მოქალაქეთა ჩხრეკა

ვრცლად

დანაშაულის შეუტყობინებლობა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp