Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

უღირსი მემკვიდრე

უღირსი მემკვიდრე



საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს უღირსი მემკვიდრის სამართლებრივ მდგომარეობას და მემკვიდრეობის უფლებას. კოდექსის 1310-ე მუხლის მიხედვით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებები დადასტურებულ იქნა სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).

უღირსი მემკვიდრე ცხოვრებისეულ რეალობაში მამკვიდრებლის ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს ანდერძზე ან სამკვიდროზე მის სასიკეთოდ ზემოქმედებას. მაგალითად, მემკვიდრე მამკვიდრებელს მუქარის სანაცვლოდ აიძულებს ანდერძში მისი სამკვიდროს წილი გაზარდოს. მემკვიდრის უღირსად ცნობისთვის სამკვიდროთი დაინტერესებულმა ყველა პირმა, რომლის ქონებასაც გარკვეული ზიანი მიადგება/ან მიადგა უღირსი მემკვიდრის განზრახი ქცვით, უნდა მოითხოვოს სასამართლოს ძალით პირის უღირს მემკვიდრედ აღიარება.

სასამართლოს ძალით პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შედეგად, იგი კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას, შესაბამისად, უღირს მემკიდრედ ცნობა პირისათვის მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვის შედეგად, მისი სამკვიდრო წილი გადანაწილდება სხვა თანამემკვიდრეებზე კანონით დადგენილი წესით. პრაქტიკისთვის ხშირია შემთხვევები, როდესაც პირის უღირს მემკვიდრეც ცნობა ხდება სამკვიდროს მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში,იგი ვალდებულია დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობის შედეგად მიიღო.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები