საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ღირებულებების დოკუმენტი
ამ საკითხზე მსჯელობის წინ, უმჯობესი იქნება თუ თავდაპირველად შევეხებით, საკონსტიტუციო სამართლის, ანუ კონსტიტუციონალიზმის არსაა და მნიშვნელობას, რომელიც, რა თქმა უნდა, უშუალო კავშირშია კონსტიტუციასთან, რამეთუ საკონსტიტუციო სამართლის უმთავრესი საყრდენი, ცხადია, ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუციაა.
თანამედროვე საზოგადოების იდეა ეფუძნება თავისუფლების კონცეფციას, რომლის რეალურად მიღწევაც და თავისი ნამდვილი არსით გააზრებაც მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობების აღიარებითაა შესაძლებელი, ამ იდეის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად კი არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, როგორებიცაა სახელმწიფო და სამართალი, რომლებიც ქმნიან ადამიანის თავისუფლების, ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის რეალურ საფუძველს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისინი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყვნენ ეფექტურნი, თუ მათი ქმედითობა საფუძველშივე პირობადებულია მათი განვითარების აუცილებლობით მათივე მიზნის შესაბამისად, ამის უტყუარ გარანტს კი კონსტიტუცია და საკონტიტუციო სამართალი წარმოადგენს, რამეთუ „საკონსტიტუციო სამართალი ეფუძნება და ემსახურება რა სახელმწიფოსა და სამართლის მიზნობრივ ქმედითობას, მის (საკონსტიტუციო სამართლის) უმთავრეს გამოწვევას და ამოცანას წარმოადგენს ფუნდამენტის შექმნა ადამიანის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და ამ იდეის სამსახურში სახელმწიფოს და სამართლის შესაბამის ღირებულებებზე დაყრდნობით განვითარების ხელშეწყობა, გარანტირება.“ საკონსტიტუციო სამართალი უნდა ცდილობდეს სახელმწიფოს ადამიანის თავისუფლების ინტერესში ჩაყენებას, რამეთუ როგორც სახელმწიფოს, ისე სამართლის უპირველეს საფუძველსა და ამოსავალ წერტილს სწორედ ადამიანი, მისი ღირსება და თავისუფლება წარმოადგენს. შესაბამისად საკონსტიტუციო სამართალიც ესწრაფვის ადამიანსა და სახელმწიფოს შორის სწორი ურთიერთდამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, თუმცა, გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანის ჭეშმარიტი თავისუფლება მიიღწევა მხოლოდ სხვათა ასეთივე თავისუფლების პატივისცემის პირობებში. ასე რომ, კონსტიტუციამ და საკონსტიტუციო სამართალმა თანაბარ მნიშვნელოვნად უნდა აღიქვას, როგორც სახელმწიფოსა და ადამიანს შორის სწორი ურთიერთდამოკიდებულებების საჭიროება, ისე ადამიანის საზოგადოების მიმართ და პირიქით საზოგადოების თითოეული ინდივიდის მიმართ პატივისცემის ხელშეწყობა. ყოველივე ზემო აღნიშნულს უნდა ესწრაფვოდეს, როგორც საკონსტიტუციო სამართალი, ისე საკუთრივ კონსტიტუცია, ამ პროცესში კი საცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწორი ღირებულებებისა და პრინციპების შერჩევაა, საკონსტიტუციო სამართალი ხომ პირველ რიგში ღირებულებების და მათ რეალიზაციაზე ორიენტირებული ნორმების ერთობლიობაა. როგორც უკვე არაერხელ აღვნიშნეთ, ყოველივეს საწყისი, ამოსავალი წერტილი და ამასთან უმთავრესი მიზანიც სწორედ ადამიანია, ამიტომ სწორად შერჩეული ღირებულებებისა და პრინციპების შედეგი უნდა იყოს 1) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მათი ნამდვილი არსით აღიარება და მათი დაცვისთვის სათანადო გარანტიების არსებობს. 2) სახელმწიფო ხელისუფლების დაფუძნება შეზღუდვის, განმჭვირვალობისა და მოქალაქეების მხრიდან კონტროლის ფუნდამენტურ პრინციპებზე. აქედან გამომდინარე კი მარტივად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ის „სწორი ღირებულებები“, რომლებზე დაყრდნობითაც კონსტიტუცია უნდა ესწრაფვოდეს სახელმწიფოს ადამიანის ინტერესში ჩაყენებას:
უპირველეს ყოვლისა ასეთ უმთავრეს ღირებულებას დემოკრატია წარმოადგენს. დემოკრატია ეს ხომ ხალხის ძალაუფლება, ხალხის მმართველობაა. სწორედ დემოკრატიაა ხელისუფლების ხალხიდან წარმომავლობის საფუძველი, მისგან გამომდინარეობს სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, რომლის თვალსაჩინო გამოძახილსაც ერთი მხრივ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში(„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება...“), ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში(„სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.“) ვხვდებით. სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი ხალხის მიერ უშუალო და წარმომადგენლობითი გზებით სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებას გულისხმობს, რაშიც უპირველეს ყოვლისა საყოველთაო სახალხო არჩევნები და რეფერენდუმი მოიაზრება და ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს თავად ხალხი წარმოადგენს, იძლევა სახელმწიფოს ადამიანის თავისუფლების ინტერესში ჩაყენების გარანტიას. დემოკრატიასთან კავშირში მნიშვნელოვანია აღინიშნოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც. მართალია, საჭიროა ხელისუფლების საკმარისი ძალაუფლებით აღჭურვა, რაც ობიექტურად აუცილებელია მისი მიზნობრივი და ეფექტური, ადამიანზე ორიენტირებული ქმედითობის უზრუნველსაყოფად, თუმცა, მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია ძალაუფლების მუდმივად თანმდევი მანკიერებებიც(ძალაუფლების ბოროტად ან გადამეტებით გამოყენება), რომელთა თავიდან ასაცილებლადაც აუცილებელია ხელისუფლების დანაწილება და ამით ძალაუფლების უსაფუძვლო კონცენტრირების ხელშეშლა. ხელისუფლება შებოჭილი უნდა იყოს ხალხის ხელშივე არსებული კონტროლის ეფექტური მექანიზმებით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების სამ შტოდ დაყოფას, კერძოდ, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებად. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ერთი მხრივ, მოითხოვს ხელისუფლების შტოთა ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას, ხოლოდ მეორე მხრივ, მათ ურთიერთკონტროლსა და გაწონასწორებას, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების კონსტიტუციურ ფარგლებში ფუნქციონირებასა და სახელმწიფოს ადამიანის ინტერესში ჩაყენებას. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციითაც გარანტირებულია, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.
გარდა ამისა, აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული კიდე ერთი „სწორი ღირებულების“, ხაზგასცმაც. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.“ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი კი გულისხმობს შემდეგს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და თავად ხალხი შეზღუდულნი უნდა იყვნენ სამართლით. მაშასადამე, სამართლებრივი სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომელიც სამართლითაა შეზღუდული. თუმცა უნდა განვასხვავოთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფორმალური და მატერიალური გაგება.ფორმალური გაგება გულისხმობს კანონიერების პრინციპის ქმედითობას, ე.ი. მისი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება მოქმედებდეს მხოლოდ კონსტიტუციით და კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში. არ არსებობს მიზანი, ინტერესი, რომლის მისაღწევადაც გამართლებული იქნება ესა თუ ის ქმედება, თუ ის არ ეფუძნება და არ გამომდინარეობს კანონიდან. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხოლოდ კანონით ხელისუფლების შებოჭვა ვერ იქნება საკმარისი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისთვის, თუკი ის აღიარებს ისეთ კანონს, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, ამიტომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მატერიალური გაგებაც, რომელიც მოითხოვს, რომ სამართალი იყოს სამართლიანი. სამართლებრივი სახელმწიფოს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი და ფაქტორია სასამართლოს დამოუკიდებლობა, რადგან მხოლოდ ასეთ სასამართლოს ძალუძს ადამიანის ღირსებებისა და თავისუფლების რეალური დაცვა და ხელისუფლების შებოჭვა. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი გულისხმობს ისეთი ფაქტორების კუმულაციას, როგორებიცაა: 1)ხელისუფლების სამართლით, იურიდიული ჩარჩოებით შეზღუდვას; 2)სამართლისა და ინსტიტუტების ჰუმანურ მიზნებზე ორიენტირებით განვითარებას; 3)სასამართლოს დამოუკიდებლობას.
სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, ესაა კიდევ ერთი ღირებულებითი მასშტაბი, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლითაა გარანტირებული და რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია მართლაც რომ ღირებულებათა დოკუმენტია. „საქართველო არის სოციალური სახელმწიფო“, - ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილში. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ემსახურება უსაფრთხოების, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას, შენარჩუნებას. სოციალური სახელმწიფო მოიცავს სამართლებრივი ურთიერთობის ისეთ უმნიშვნელოვანეს ასპექტებს, როგორებიცაა: სოციალური სამართლიანობა, სოციალური თანასწორობა, სოციალური უსაფრთხოება, სოციალური დაცვა და სოციალური დაზღვევა. ის ემსახურება ამ და სხვა ფუნდამენტური პრინციპების დაცვას. ამ პრინციპის კონსტიტუციით გარანტირება კი იმას გულისხმობს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც აქტიურ სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს მატერიალური დოვლათის გადასანაწილებლად მოსახლეობის ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილი, მოწყვლადი ფენების სასარგებლოდ. აქ მნიშვნელოვანია სოციალური დახმარების როლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული ეს პრინციპი სახელმწიფოსა და სამართლის მიზნობრივი ქმედითობისთვის, რომლის მიზანსაც ადამიანის ჭეშმარიტი თავისუფლება, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მათი ნამდვილი არსით აღიარება წარმოადგენს. სწორედ ეს პრინციპები შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებად, რომლებიც, ადამიანის თავისუფლების, როგორც სახელმწიფოს უმთავრესი მიზნის მისაღწევად გვჭირდება. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს ნამდვილად ღირებულებათა დოკუმნეტია.
ავტორი: გიორგი აბაშიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.
გამოყენებული ლიტერატურა:
ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, 2016.
ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2020.
დ. გეგენავა, თ. პაპაშვილი, ქ. ვარდოსანიძე, გ. გორაძე, რ. ბრეგაძე, თ. თევზაძე, ლ. ცანავა, პ. ჯავახიშვილი, ზ. მაჭარაძე, გ. სიორიძე, ბ. ლოლაძე, შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, 2019.
საქართველოს კონსტიტუცია, ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში 599 50 55 78
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში 351 5 47 00 47
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა
მსგავსი სიახლეები
ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდითსაქართველოში 599 50 55 78