ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში გუნდის ხელმძღვანელი აგატა ნიებოი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი, სახელმწიფო დაწესებულებების, სასამართლოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიმართულებით, უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიერ, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საკანონმდებლო სივრცეში შემოტანის და დანერგვის მნიშვნელობას, რაც შემდეგში კიდევ უფრო გაფართოვდა ბავშვის უფლებათა კოდექსის მიერ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სფეროების დაფარვით.
კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილს და საქართველოს ოფისის გუნდს, საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერისთვის.
წყარო: საქართველოს პარლამენტი
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
