რას პრივილეგიები აქვს ვირტუალური ზონის კომპანიას
საინფორმაციო ტექნოლოგიები არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. ასე რომ, თუ თქვენი ბიზნესი რომელიმე ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მოიპოვოთ ზემოთ აღნიშნული სტატუსი და მასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები.
კომპანიები იხდიან მხოლოდ მეწილეზე გასაცემი დივიდენდების 5%-ს. თუ არ იქნება გასანაწილებელი დივიდენდი, გადასახადიც არ იქნება.
ამასთანავე, არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით.
სტატუსის მისაღებად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ის მუშაობს IT სფეროში კერძოდ, კლიენტთან დადებული ხელშეკრულება ან სხვა რელევანტური დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს რომ თქვენ სხვებს აწვდით ინფორმაციული ტექნოლოგიის პროდუქტებს და უწევთ მომსახურებას.
შეღავათების მისაღებად :
უნდა გქონდეთ რეგისტრირებული ბიზნესი საქართველოში;
უნდა უზრუნველყოთ IT სერვისების / პროდუქტების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა;
თქვენი ძირითადი საქმიანობა IT სფეროში უნდა განხორციელდეს საქართველოში.
თუკი კომპანიას არ ყავს ქართველი თანამშრომლები, არ აქვს ოფისი, არ აქვს გაწეული ხარჯები არსებობს რისკი, რომ თქვენი საქმიანობა დაიბეგრება 5% + 15% მოგების გადასახადით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
