iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » გირავნობის მოწმობა და მისი აღსრულების წესი
იურიდიული სტატია

გირავნობის მოწმობა და მისი აღსრულების წესი

7-04-2023, 12:02 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / საგადასახადო ადვოკატი 318 ნახვა
გირავნობის მოწმობა და მისი აღსრულების წესი

მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილითგანსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.

გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი , რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში– გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს , უფლებამოსილ ორგანოს ( თანამდებობის პირს ) მოსთხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა .

გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, თუ რეგისტრირებული გირავნობის გარიგება არ შეიცავს მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის ამ კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 2601 მუხლით განსაზღვრულ მხარეთა შეთანხმებას.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.

გირავნობის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

გირავნობის მოწმობის აღსრულების წესი

სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობის უფლებით, შესაძლებელია, დაიტვირთოს ავტოსატრანსპორტო საშუალება. გირავნობის უფლება რეგისტრირდება შსს-ს მომსახურების სააგენტოში. გირავნობის მოწმობა არის საფუძველი სააღსრულებო პროცესის დასაწყებად სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. დოკუმენტის გაცემა ხდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ.

გირავნობის მოწმობის აღსასრულებლად მხარემ უნდა წარმოადგინოს:

გირავნობის მოწმობა;

კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

მინდობილობა (თუკი დოკუმენტაციას შემოაქვს წარმომადგენელს)

გირავნობის მოწმობის აღსრულების საფასური შეადგენს ქონების შეფასების 1%-ს, არანაკლებ 100 ლარისა, რომელსაც იხდის კრედიტორი გირავნობის მოწმობის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

შესაძლებელია თუ არა საქმის მორიგებით დასრულება ?

აღსრულების ეროვნული ბიურო ორიენტირებულია დავების მორიგებით დასრულებაზე. ამ მიზნით ფუნქციონირებს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, რომელშიც იურისტებთან ერთად ირიცხებიან სოციალური მუშაკებიც. გამოსახლების კატეგორიის საქმეებში მორიგების მაჩვენებელი უკვე 90 პროცენტს აღწევს. ასევე, მოქმედებს დავალიანების განწილვადების მექანიზმი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მოგირავნის უფლებების დაცვა

მოგირავნის უფლებების დაცვა

ვრცლად

რა უფლებებით სარგებლობს მოგირავნე?

რა უფლებებით სარგებლობს მოგირავნე?

ვრცლად

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

ვრცლად

რა პუნქტებს უნდა შეიცავდეს გირავნობის წერილობითი ხელშეკრულება

რა პუნქტებს უნდა შეიცავდეს გირავნობის წერილობითი ხელშეკრულება

ვრცლად

აღსრულებას დაქვემდებარებული საკითხები

აღსრულებას დაქვემდებარებული საკითხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp