iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა რამდენიმე მემკვიდრისთვის?
იურიდიული სტატია

როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა რამდენიმე მემკვიდრისთვის?

31-03-2023, 14:46 ადვოკატი / სტატიები / მემკვიდრეობა / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 1 168 ნახვა
როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა რამდენიმე მემკვიდრისთვის?

სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. თანხმობა გაცხადებულ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე.

თუ მემკვიდრე, რომელიც მოწვეული იყო სამკვიდროს მისაღებად, გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ ვერ მოასწრო მისი მიღება დადგენილ ვადაში, მაშინ მის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიიღონ სამკვიდრო მოწმობა ქონებაზე, რომელიც დარჩა თავდაპირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ.

თანამემკვიდრეებისათვის სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.

იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროში შედის რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონება/უფლებები, სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს ამ ქონების მახასიათებლები და დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობა.სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს, სამკვიდრო მასის რა ნაწილი (მთლიანად, თუ მისი ნაწილი) მიიღო მემკვიდრემ. თუკი მემკვიდრე რამდენიმეა, უნდა მიეთითოს თითოეულმა მათგანმა სამკვიდრო მასის რა ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით. ეს წესი მოქმედებს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, სამკვიდრო მოწმობა გაიცა თუ არა კონკრეტული ქონების მიღების დასტურად.

თუ სამკვიდროს მიღების დასტურად სანოტარო ბიუროში განცხადება წარდგენილი აქვს რამდენიმე მემკვიდრეს, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება მიეცეს ერთ-ერთ მათგანს მის კუთვნილ წილზე ან ყველა მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობაში თითოეული მათგანის წილის მითითებით.იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მემკვიდრისათვის მიცემულ სამკვიდრო მოწმობაში მიეთითა ყველა მემკვიდრე და მათი წილები, სხვა მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა ადრე გაცემული სამკვიდრო მოწმობის დამოწმებული ასლი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამკვიდრო მოწმობა

სამკვიდრო მოწმობა

ვრცლად

ვინ გასცემს სამკვიდრო მოწმობას ?

ვინ გასცემს სამკვიდრო მოწმობას ?

ვრცლად

სამკვიდრო მოწმობის გაცემა

სამკვიდრო მოწმობის გაცემა

ვრცლად

როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა?

როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა?

ვრცლად

სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა

სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp