Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა ვადაში უნდა მოითხოვონ მემკვიდრეებმა კუთვნილი წილი?

რა ვადაში უნდა მოითხოვონ მემკვიდრეებმა კუთვნილი წილი?


კანონი ადგენს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება მაშინ, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. კანონი ასევე განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების ვადას და ადგენს, რომ ის მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში.

სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეობის მიღება უნდა მოხდეს გარდაცვალების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში, განცხადების სანოტარო ორგანოში შეტანის ან სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობის გზით.

კანონის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, მამკვიდრებლის ანდერძის შინაარსის მიუხედავად, სავალდებულო წილი ეკუთვნით. დასახელებული წილი უნდა იყოს იმის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, შშმ პირთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, მაშინ - მათ საკუთრებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები