Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სამემკვიდრო ქონების გაყოფა

სამემკვიდრო ქონების გაყოფა


როგორ არეგულირებს კანონი ქონების გაყოფის საკითხებს,როგორ ხდება სამკვიდროს მიღება,რომელია უკმვიდრო ქონება, ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება ჩვენი ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

-პირველ რიგში გავარკვიოთ ვინ არის მემკვიდრე?

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კანონით მემკვიდრეები  პირდაპირ არიან გათვალისწინებულნი. სამკვიდრო ქონება შესაძლებელია მიიღონ, პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილებმა (მათ შორის შვილმა, რომელიც მამკვიდრებლის სიკვდილის შემდეგ დაიბადა), მეუღლემ, მშობლებმა და მშვილებლებმა; მეორე რიგის მემკვიდრეებად გვევლინებიან გარდაცვლილის დები და ძმები.  ამის შემდეგ მესამე რიგის მემკვიდრეები შესაძლოა იყვნენ ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა; რაც შეეხება ბიძებს, დეიდებსა და მამიდებს, ისინი მეოთხე რიგის მემკვიდრეები არიან; ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები - მეხუთე რიგის. განსხვავებით ზემოაღნიშნული შემთხვევისა, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს შეუძლია, სიკვდილის შემთხვევაში თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ასევე გარეშე პირებსაც. შესაბამისად, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში კანონი არ ზღუდავს მემკვიდრეთა ჩამონათვალს.

-რა ვადებშია შესაძლებელი სამკვიდროს მიღება?

-მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება მაშინ, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. კანონი ასევე განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების ვადას და ადგენს, რომ ის მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში.  სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეობის მიღება უნდა მოხდეს გარდაცვალების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში.

-როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა ნოტარიუსის მიერ?

-თუ არსებობს რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს უფლება აქვს, განცხადება წარადგინოს საქართველოში ნებისმიერ ნოტარიუსთან. სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს. შესაბამისად, ნოტარიუსისთვის ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში მიმართეს მას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 

-რა პროცედურების გავლა უწევთ მემკვიდრეებს ქონების მისაღებად?

-მემკვიდრეებმა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართონ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით. ნოტარიუსს შესაძლოა წარედგინოს ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

-უმკვიდრო ქონება სად მიდის?

-თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, შშმ პირთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, მაშინ - მათ საკუთრებაში. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები