Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ვინ გასცემს სამკვიდრო მოწმობას ?

ვინ გასცემს სამკვიდრო მოწმობას ?


სამკვიდრო მოწმობა არის მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მას მხოლოდ ნოტარიუსი გასცემს. 

სამკვიდრო მიღებულად ითვლება მაშინ, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას. კანონი ადგენს, რომ სამკვიდრო უნდა მიიღონ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. თუ არსებობს რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს აქვს უფლება განცხადება წარადგინოს საქართველოში ნებისმიერ ნოტარიუსთან.

სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

სანოტარო ორგანო იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან. თუ მათი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება - ანუ თუ რომელიმე მემკვიდრეს არ სურს გახდეს გარდაცვლილის ქონების მესაკუთრე, უფლება აქვს სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ განაცხადოს უარი თავის წილ სამკვიდროზე.უარი უნდა გაცხადდეს წერილობით.

სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. დასახელებული საკითხი ფასდება სასამართლოს მიერ. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

სამკვიდრო მოწმობის მისაღებად კი დაგჭირდებათ : პირის გარდაცვალების მოწმობა; თქვენს, მემკვიდრესა­ და მამკვიდრებელს შორის არსებული ნათე­საური კავშირის დამდგენი დოკუმენტი; მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილისადმი კუთვნილების დამდგენი დოკუმენტია საჭირო; თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეა, უნდა წარადგინოს ანდერძი. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები