Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა უპირატესობები აქვს ანდერძის შედგენას?

რა უპირატესობები აქვს ანდერძის შედგენას?


რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?

📌 თუ მარტოხელა ადამიანი ხართ შესაძლოა თქვენი ქონება სრულად დარჩეს სახელმწიფოს. 

📌 წლების განმავლობაში ცხოვრობ ადამიანთან, შესაძლოა ჯვარიც დაიწერეთ და თქვენთვის მეუღლეა, მაგრამ იურიდიულად არა, შესაბამისად თუ ანდერძს არ შეადგენთ ის ვერაფერს მიიღებს თქვენი ქონებიდან. 

📌 იურიდიული ხელმოწერის გარეშე გაჩენილი ბავშვი სადაც დაბადების მოწმობაში ბავშვს არ უწერია რომელიმე მშობლის გრაფაში ბიოლოგიური დედა ან მამა , ასეთი შვილი თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში ქონებას ვერ მიიღებს თქვენი ექსკუმაციის გარეშე,რაც მთელ რიგ იურიდიულ პროცესებთანაა დაკავშირებული- ამიტომ უმჯობესია შეადგინოთ ანდერძი. 

📌 თუ გყავთ მეუღლე რომელთანაც ოფიციალურად გაქვთ ხელი მოწერილი და რამდენიმე შვილი- ანდერძით შეგიძლიათ განუსაზღვროთ ის წილი რასაც თქვენ თვლით საჭიროდ,რომ დაუტოვოთ. 

📌 ანდერძი შეიძლება დაუტოვოთ ნებისმიერ პირს, გარეშე პირებს,ვისთანაც არ იმყოფებით ნათესაურ კავშირში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით,გარდაცვლილი პირის(მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე(მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით,ანდა ორივე საფუძვლით.

ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას,იგი უფლებამოსილია სიცოცხლეშივე განსაზღვროს თუ ვის დარჩება ქონება მისი გარდაცვალების შემდგომ. მამკვიდრებელი ანუ ის ვინც ქონებას ტოვებს  უფლებამოსილია ეს ქონება ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს, ამ ქმედების განხორციელების მოტივის მტკიცებისგან თავისუფლდება.

ანდერძის შედგენისას მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს თუ რა წილი ან ქონება გადავა მემკვიდრეებზე.

თუ ანდერძში ამგვარი დათქმა არ არსებობს სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

კანონის მიხედვით მოანდერძე პირი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი,ქმედუნარიანი პირი,რომელსაც შეუძლია ნათლად და გონივურლად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და გამოხატოს ნება.საქართველოში კანონი  ადგენს ანდერძის ფორმასავალდებულო დათქმას,სამოქალაქო კოდექსის 1357 მუხლის მიხედვით ანდერძი აუცილებლად უნდა შედგეს წერილობითი ფორმით.მნიშვნელოვანია,რომ ანდერძში მითითებული იყოს შედგენის თარიღი,თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას იმ შემთხვევაში თუ ვერ ქარწყლდება ანდერძის შედგენის,შეცვლის,გაუქმების,ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.

საქართველოს კანონმდებლობა,მხოლოდ წერილობით ანდერძს სცნობს და ზეპირსიტყვიერი დაპირება ანდერძის სახით კანონით არ არსებობს ეს გამონაკლისია და მნიშვნელოვანია ყოველივე ჩვენგანმა ვიცოდეთ და გამოვიყენოთ შანსი დავწეროთ ანდერძი იმ ადამიანის სასარგებლოდ ვისაც ვთვლით,რომ უნდა იყოს ჩვენი მემკვიდრე ჩვენი გარდაცვალების შემდგომ.

ანდერძის დაწერისას მნიშვნელოვანია,რომ შეგვიძლია შევცვალოთ და უპირატესობა ექნება ბოლო ანდერძს, რომელიც იქნება დამოწმებული ასე,რომ ეს ერთგვარი დაზღვევაა და გარანტია თქვენი ქონების უსაფრთხო მფლობელობაში გადასვლის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები