Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სანოტარო და დახურული ანდერძი

სანოტარო და დახურული ანდერძი


ანდერძი გარდაცვლილი პირის ქონების სხვა პირისთვის (როგორც კანონისმიერი მემკვიდრის, ისე გარეშე პირისთვის) გადაცემის ერთ-ერთი ფორმაა.

 მიხედვით ანდერძი შეიძლება იყოს სანოტარო ,რომელიც ნოტარიუსის თანდასწრებით იწერება, და დახურული,რომელსაც მოანდერძე თავისი ხელით წერს.

დახურულ ანდერძს შეიძლება მოწმეებიც ყავდეს . რამდენიმე პირი,რომლებიც ესწრებიან მოანდერძის მიერ ანდერძის შედგენას და ხელმოწერით ადასტურებენ მის ნამდვილობას.თუმცა შინაარს არ ეცნობიან.

სამკვიდრო მოწმობის მისაღბად,რომელიც შინაურული ანდერძით დაუტოვეს მემკვიდრეს,მან უნდა წარადგინოს ექსპერტის დასკვნა შინაურული ანდერძის შემდგენის შესახებ.

შინაურული ანდერძის დაწერისას, აუცილებელია მოანდერძემ მიუთითოს ანდერძის შედგენის თარიღი.

სანოტარო ანდერძის შემთხვევაში ,ნორატიუსი მხოლოდ ადასტურებს ანდერძზე განხორციელებულ ხელმოწერის ნამდვილობას და განუმარტავს მოანდერძეს იმ შინაარსსა და სამართლებრივ შედეგებს, რაც გამომდინარეობს ანდერძის შინაარსიდან.

თუ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდება მის მიერ შედგენილი ორი ანდერძი: ერთი სანოტარო წესით დამოწმებული და მეორე მის გარეშე, იურიდიული ძალა ექნება სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს.

დასაშვებია, რომ ანდერძი  ჩაიწეროს ნოტარიუსმა მოანდერძის სიტყვებით ,ორი მოწმის თანდასწრებით. შემდეგ მოანდერძე ეცნობა ჩანაწერს და ნოტარიუსისა და მოწმეთა თანდასწრებით აწერს ხელს.

თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. საჭიროა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.(მაგ: თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია,წერა-კითხვის უცოდინარია ან ბრმაა;)

ანდერძის შინაარსი არის კონფიდენციალური ,ამიტომაც მოწმეებსა და ნოტარიუსს არ აქვთ უფლება ანდერძის გახსნამდე გაამხილონ მისი დეტალები.

ანდერძის მოწმე ვერ იქნება მოანდერძის მემკვიდრე,მისი ნათესავები აღმავალი და დაღმავალი ხაზით, არასწრულწლოვნები, ქმედუუნარო პირები,დები, ძმები, მეუღლე და ასევე საანდერძო დანაკისრის მიმღები; 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები