Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

კანონიერი მემკვიდრე და ანდერძი

კანონიერი მემკვიდრე და ანდერძი


მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე გვპასუხობს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

-პირის გარდაცვალების შემდეგ როგორ ნაწილდება ქონება თუ ანდერძი არ არსებობს?

პასუხი-იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს ანდერძი, გარდაცვლილის ქონება თანაბარწილად იყოფა მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე.

-დარჩებათ თუ არა რამე პირველი რიგის მემკვიდრეებს თუ მოანდერძემ სხვას დაუტოვა ქონება?

პასუხი-თუ მოანდერძე სამკვიდროს გადასცემს არა კანონიერ მემკვიდრეებს, არამედ სხვას, კანონით მემკვიდრეებს (რიგითობის წესით) კანონით ეკუთვნით სამკვიდრო ქონებიდან იმ წილის ნახევარი, რასაც ისინი მიიღებდნენ, თუ კი ანდერძი არ იარსებებდა. ვთქვათ, პირმა, რომელსაც ჰყავს მამა, მეუღლე და შვილი, დაწერა ანდერძი და სამკვიდრო ქონება დაუტოვა თავის უახლოეს მეგობარს, რომელთანაც იგი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა. მიუხედავად ანდერძისა, მამას, მეუღლეს და შვილს ეკუთვნით თანაბარწილად სამკვიდრო ქონების 1/6 წილი, რადგან ანდერძს არარსებობის შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ 1/3 წილს.

-თუ გარდაცვლილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა,მისი გარდაცვალების შემდეგ მეუღლეს შეუძლია წილის მოთხოვნა?

პასუხი-მეუღლეს მემკვიდრის უფლებები წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

-შეიძლება,რომ ანდერძმა ძალა დაკარგოს?

პასუხი-ანდერძი ძალას კარგავს, თუ მოანდერძე შეადგენს ახალ ანდერძს, თუ იგი არ არის შედგენილი კანონის დაცვით, თუ დადასტურდება, რომ მოანდერძეს არ ჰქონდა გონებრივი შესაძლებლობა ანდერძის შედგენის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები