Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ქორწინების შეწყვეტა და საერთო ქონების გაყოფა

ქორწინების შეწყვეტა და საერთო ქონების გაყოფა


სამოქალაქო კოდექსის თანახმად ქორწინება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შედეგად, მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადების გზით ან განქორწინებით.

თუ ორივე მეუღლე თანახმაა სასამართლო აღარ არის საჭირო. მიმართავთ იუსტიციის სხლს ერთობლივი განცხადებით და მოახდენთ განქორწინებას ანუ ქორწინების შეწყვეტას. თუ ერთ-ერთი მეუღლე არ არის თანახმა, უნდა მიმართოთ სასამართლოს.

განქორწინებასთან ერთად სასამართლოში ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ: ალიმენტისა და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრება; ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა ანუ ნახვისა და წაყვანის დროის განსაზღვრა და ქონების გაყოფა. 

იყოფა მხოლოდ მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება და გაყოფისას არა აქვს მნიშვნელობა ვისი სახსრებითაა შეძენილი ის.

გაყოფას არ ექვემდებარება მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებული ქონება თუნდაც ის თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდეს მიღებული ერთ-ერთ მეუღლეს.

გაყოფას არ ექვემდებარება ქონება, რომელიც მეუღლეს ჰქონდა ერთად ცხოვრების დაწყებამდე, მათ შორის ისეთი ქონებაც, რომელიც ერთად ცხოვრებისას კი შეიძინეთ, მაგრამ იმ მომენტისათვის ხელი არ გქონდათ მოწერილი.

გაყოფას არ ექვემდებარება ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ის ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით. მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 

სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს და  ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები