Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას?

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას?


საქართველოში განქორწინების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. 

მეუღლეებმა ქონების გაყოფა განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა მოასწრონ, რადგან ასეთია კანონის მოთხოვნა. მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება მოითხოვოთ ყოფილი მეუღლისაგან ქონების წილი – სამი წლის შემდეგ ეს უკვე დაგვიანებულია.

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის წესით დადგენილი ქორწინება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორწინების რეგისტრაცია აუცილებელია. თუ განქორწინებაზე ორივე მეუღლე თანახმაა, მაშინ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ანუ სამოქალაქო რეესტრის მიერ, მაგრამ თუ ცოლი, ან ქმარი განქორწინებაზე თანახმა არ არის, მაშინ ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში კანონი რელიგიურ ქორწინებას არ ანიჭებს მნიშვნელობას, ეს უნდა იყოს კანონით დადგენილი და რეგისტრირებული ქორწინება. ჯვრისწერის დამადასტურებელი მოწმობა არ წარმოშობს მეუღლეთა სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს, რადგან რელიგიური ქორწინება არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქორწინება.

თუ მეუღლეები მრავალი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და მათი ქორწინება კანონით დადგენილი წესით იყო რეგისტრირებული, მათ მიერ ამ პერიოდში შეძენილი ქონება მათი საერთო საკუთრებაა. კანონი ამას აღიარებს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მეუღლე არ მუშაობდა, შვილებს უვლიდა და არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი, მათი ქონება მაინც საერთოა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ცოლი მუშაობდა, თუ ოფიციალური შემოსავალი არ ჰქონდა და ოჯახს უვლიდა. როდესაც ცოლ-ქმარს შორის წარმოიქმნება დავა ქონების გაყოფის თაობაზე, მათი ქონება მაინც თანაბრად უნდა გაიყოს.

ქონების გაყოფისას ქორწინების ხანდაზმულობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. თუ ეს ქონება მეუღლეებმა ერთად შეიძინეს, დროს მნიშვნელობა არა აქვს: შეიძლება რამდენიმე თვის, ან 1 წლის შემდეგ განქოწინდნენ, მაგრამ თუ საერთო ქონება აქთ, ის შუაზე უნდა გაიყონ.

თუ ქმარს, ან ცოლს დაქორწინებამდე ჰქონდა შეძენილი ბინა, მანქანა, ან სხვა რამ, განქორწინების შემთხვევაში მეუღლე ამ ქონების წილს ვერ მოითხოვს, რადგან ეს მისი ინდივიდუალური საკუთრებაა. კანონი მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევს ქონებას, რომელიც თითოეულმა მათგანმა ქორწინებამდე შეიძინა. ინდივიდუალურ ქონებად ითვლება ასევე ქორწინების წლებში მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც: ვთქვათ, ოფიციალურ ქორწინებაში მყოფმა ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღო ქონება მამისაგან, ბიძისგან, ან ნათესავისგან – ეს მისი ინდივიდუალური საკუთრებაა და მეორე მეუღლეს უფლება არა აქვს აქედან წილი მოითხოვოს, თუნდაც მოითხოვოს, მაინც ვერაფერს მიიღებს.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები