Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

განქორწინების სამართლებივი შედეგები

განქორწინების სამართლებივი შედეგები


განქორწინება, როგორც ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი გზა, სამართლებრივად მნიშვნელოვან შედეგებს წარმოშობს.

ერთ-ერთია მეუღლეთა  ქონებრივი უფლებების დადგენა. საქართველოს კანონმდებლობით მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დადგენისას უპირატესობა ენიჭება საქორწინო ხელშეკრულებას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა, დავა საკანონმდებლო მოწესრიგებით წყდება.

მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), რომელზეც მეუღლეებს გააჩნიათ თანაბარი უფლებები. განქორწინების შემთხვევაში თითოეულ მეუღლეს საერთო ქონებიდან ნახევარი ეკუთვნის, თუმცა აღნიშნული არ ვრცელდება მათ ინდივიდუალური საკუთრებაზე. ქონება, რომელიც თანაბრად გაყოფას არ ექვემდებარება და განქორწინების შემდეგ ერთი მეუღლის საკუთრებაში რჩება, არის:  ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით; ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები (ძვირფასეულობის გარდა); პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა და სხვა).

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება თანასაკუთრებად შესაძლოა გადაიქცეს მაშინ, როდესაც დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა.

ვალების გაყოფა

ქონების გარდა, მეუღლეთა განქორწინებისას იყოფა მათი ვალები საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული წესი ეხება მხოლოდ საერთო ვალებს ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებულ ვალს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ თანხა გამოყენებულ იქნა ოჯახის ინტერესებისათვის. ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალის დაფარვა კი ხდება მხოლოდ მისი საკუთრებიდან ან თანასაკუთრებაში მისი წილიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის განხორციელებადობის ვადის შესახებ, რომელიც შეადგენს სამ წელს. მოთხოვნის განხორციელება დასაშვებია განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მოთხოვნა ხანდაზმულია და მისი იძულებით აღსრულება შეუძლებელია.

შვილების მიკუთვნება და ალიმენტი

გარდა ქონებრივი დავისა მეუღლეებს შორის განქორწინებისას შესაძლოა, წარმოიშვას დავა არასრულწლოვანი შვილების მიკუთვნებისა და ალიმენტის საკითხებზე. ბავშვების საცხოვრებელთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ალიმენტი ანუ სარჩო, რომელიც მშობლის მიერ არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი, თუმცა შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ გადაიხდება, მშობლების ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრება. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო შვილის საჭიროებებისა და მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები