Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო თანაზიარი საკუთრება

მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო თანაზიარი საკუთრება


საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ და საერთო თანაზიარ საკუთრებად ანუ თანასაკუთრებად.

თანასაკუთრებას მიეკუთვნება ქორწინების დროს შეძენილი ქონება.ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას,უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

მეუღლეებს გააჩნიათ თანაზიარი საკუთრების მფლობელობის,განკარგვის და სარგებლობის თანაბარი უფლებები. ნებისმიერი შეთანხმება,რომელიც მიხნად ისახავს რომელიმე მეუღლის,როგორც მესაკუთრის უფლებამოსილების რაიმე სახით შეზღუდვას ბათილად უნდა ჩაითვალოს,რადგანაც ეწინააღმდეგება კანონს მეუღლეთა თანაბრობის შესახებ.

ერთ-ერთი მეუღლის მოქმედება მიმართული თანასაკუთრების მართვის ან განკარგვის მიზნით ,იმავდროულად ითვლება მეორე მეუღლის ნების გამოვლენადაც. მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვა ხდება მათი შეთანხმებით ,მიუხედევად იმისა რომელი მათგანი განკარგავს მას.მეუღლეს უფლება აქვს მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

ქორწინების ფაქტი ვერ იქნება საფუძველი იმ ქონების თანასაკუთრებაში ჩართვას,რომელიც მათ მანამდე ეკუთვნოდათ.ინდივიდუალურია ქონება,რომელიც მეუღლეს ეკუთვნოდა ქორწინებამდე,ან მიიღო მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები,გარდა ძვირფასეულობისა(რომელსაც შეიძლება მიეკუთვნებოდეს ანტიკვარული ნივთები,ორიგინალი ხელოვნების ნიმუშები;) თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით ,ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად,რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.მაგ : კოსმეტიკა,ტანსაცმელი,ჰიგიენური თავის მოვლის საშუალებები და სხვა.

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევევბში შესაძლებელია,რომ მეუღლეთა  ინდივიდუალური თანასაკუთრება გადაიქცეს თანაზიარად. ეს შესაძლებელია მაშინ თუ ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქონების ღირებულება,რომელიც ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა.თუ სახეზეა ისეთი ხარჯების გაწევა,რომელიც ქონების ღირებულებას მნიშვნელოვნად არ ზრდის,მაშინ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების სამართლებრივი ბრუნვა არ შეიცვლება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები