Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლისსამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს

ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლისსამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს


“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ პროექტით, ცხოველებისწამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლისსამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს


შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარებაარასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისისხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ასოცსაათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე;


შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიეროექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონმდებლობით გათვალისწინებულიშემთხვევებისა, გამოიწვევს სისხლისსამართლის ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით - ას ოციდან ორასორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე ანთავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე;


პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის საკვებადგამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებებისდამზადება, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადითექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსითვიდან ერთ წლამდე;


ამავე პროექტით, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთწლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე;


შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და კანონმდებლობითდადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შედეგადმოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდეან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე.


გარდა ამისა, მკაცრდება არსებული სისხლის სამართლის სანქცია შემდეგიდანაშაულის ჩადენაზე:


ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობითვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთითვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე;


ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადითორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხწლამდე. 


საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვისკომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები