Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება

სასაქონლო  ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება


საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა

1. საავტორო უფლების ობიექტზე ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირება ან „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მათი კონტრაფაქციული ასლების უკანონო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გამოყენება, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვა ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე. 

4. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილად ითვლება, თუ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის ასლების ღირებულება ან საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების კანონიერი გამოყენების შემთხვევაში საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მიერ მისაღები შემოსავალი აღემატება ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – თუ ზემოაღნიშნული ღირებულება ან შემოსავალი აღემატება ათი ათას ლარს.“.

სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა 

1. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, სელექციური მიღწევის ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 

3. წინასწარი შეცნობით სხვისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, სელექციური მიღწევის შემოსავლის მიღების მიზნით უკანონო გამოყენება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე. 

4. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება

1. დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 

2. არარეგისტრირებულ სასაქონლო (მომსახურების) ნიშანთან, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 

შენიშვნა: სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებას დიდი ოდენობით ადგილი აქვს, როდესაც მათი საერთო რაოდენობა აღემატება 1000 ცალს, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით, გეოგრაფიული აღნიშვნით ან რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ არის ნიშანდებული (მარკირებული), აღემატება 5000 ლარს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები