Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა ისჯება კანონით

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა ისჯება კანონით


საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლით ✔️ 

1. ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: 

ა) ჯგუფურად; 

ბ) არაერთგზის; 

გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ“ 2015 წლის 6 აპრილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება, შინაური ცხოველის ყველა პატრონს უდგენს ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნის მოვალეობას, რაშიც შედის:

კვება ცხოველისთვის დადგენილი რაციონით და დაწყურვება;

საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება;

ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა;

ცხოველის აღზრდა ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების შესაბამისად.

გარდა ამ მოვალეობებისა, შინაური ცხოველის პატრონს გააჩნია საზოგადოების მიმართ გარკვეული სახის ვალდებულებებიც, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები