Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორია ანდერძის შენახვის წესი?

როგორია ანდერძის შენახვის წესი?


ანდერძი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სანოტარო ბიუროში, ხოლო მეორე გადაეცემა მოანდერძეს. ანდერძი უნდა იყოს დალუქული. კონვერტი უნდა გაიხსნას მხოლოდ მოწვეული მოწმეების თანდასწრებით. გამოქვეყნებული ანდერძი უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, რომელთანაც იგი ინახებოდა, ხოლო უფლებამოსილ პირს მიეცეს მისი დამოწმებული ასლი. 

აღსანიშნავია, რომ თუ ერთმა პირმა დატოვა რამდენიმე ანდერძი, რომელთაგან ერთ-ერთი სანოტარო ფორმით არის შედგენილი, დანარჩენი კი - არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილს ენიჭება. აქედან გამომდინარე, თუ მოანდერძემ პირველი ანდერძი სანოტარო ფორმით შეადგინა, მომდევნო კი სანოტარო ფორმის გარეშე, პირველი ანდერძი ძალაში დარჩება, რადგან ის არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით. სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შეიძლება მოიშალოს მხოლოდ სანოტარო ფორმით შედგენილი მომდევნო ანდერძით ან სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული ანდერძი მეტ ნდობას იწვევს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები