Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ დავწეროთ ანდერძი?

როგორ დავწეროთ ანდერძი?
როგორ დავწეროთ ანდერძი?
ანდერძი აუცილებლად უნდა იყოს შედგენილი წერილობით ფორმით, პირადად მოანდერძის მიერ.

ვინ არის მოანდერძე?
მოანდერძე არის სრულწლოვანი,ქმედითუნარიანი პირი. დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი ანდერძის შედგენა (მხოლოდ მეუღლეებს აქვთ უფლება შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის თაობაზე).

ანდერძის შედგენის ორი სახე არსებობს: ე.წ. შინაურული და სანოტარო ფორმით შედგენილი.
ე.წ შინაურული ანდერძი შეიძლება შეადგინოს მოანდერძემ, მოაწეროს ხელი და საკუთარი სურვილისამებრ შეინახოს. თუმცა, სანოტარო ფორმა გაცილებით საიმედოა და გაუგებრობის თავიდან აცილების მხრივაც უმჯობესი.
ხოლო რაც შეეხება მეორე სახეს, მოანდერძის მიერ შედგენილი ანდერძს დადასტურება უნდა მოხდეს ნოტარიუსის მიერ. ნოტარიუსსა უფლება არ აქვს, გათქვას ანდერძის შინაარსი.

მოანდერძეს აგრეთვე უფლება აქვს, თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დადასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.

ანდერძზე აუცილებლად უნდა მიეთითოს თარიღი. თუკი მოანდერძემ შეადგინა ერთზე მეტი ანდერძი, ძალაშია ის, რომელიც უფრო გვიანდელი თარიღით არის შედგენილი. ხოლო თუკი არსებობს შინაურული და სანოტარო ფორმის ანდერძები, ძალაშია სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შედგენის თარიღის მიუხედავად.

მოანდერძეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს ანდერძი.

ანდერძის გახსნა და აღსრულება ხდება მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.

დეტალურ ინფორმაციას გაიგებთ კონსულტაციაზე  საოჯახო დავების საქმის წარმოების პროცედურების, ვადების, მომსახურების საფასურსა და სხვა საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით. კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები