iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » საგადასახადო დავები » ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი დაამტკიცა
იურიდიული სტატია

ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი დაამტკიცა

13-06-2024, 14:07 საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი / საერთაშორისო სამართალი / სიახლე 225 ნახვა
ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი დაამტკიცა

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწასა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი" დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებებითა და რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განისაზღვრა სექტორის მონაწილეთა - პროვაიდერებისა და მათი ადმინისტრატორებისთვის მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთა დარღვევისა და შეუსრულებლობისთვის შესაბამისი ფულადი ჯარიმები დაწესდება.

წესი ადგენს პროვაიდერებისა და მათი ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (AML/CFT) დაკავშირებით არსებული ნორმების, ასევე, ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნებისა და მითითებების შეუსრულებლობისათვის ფინანსური ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესებს.

დოკუმენტში დარღვევები დაყოფილია სამ კატეგორიად - განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე დარღვევებად. რაც შეეხება ფულადი ჯარიმის ოდენობას, მისი დადგენა დარღვევების სიმძიმის, განმეორებითი ან/და სისტემური ხასიათის გათვალისწინებით მოხდება.

აღსანიშნავია რომ, ფულადი ჯარიმის ოდენობების განსაზღვრისას მარეგულირებელმა მხედველობაში მიიღო სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებით დანერგილი საუკეთესო პრაქტიკა და სექტორთან დაკავშირებული რისკები.

2024 წლის 29 მაისის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №133/04 იხილეთ აქ: ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დაკისრებისა და აღსრულების წესი დაამტკიცა, ეროვნულმა ბანკმა, ვირტუალური აქტივის, ვირტუალური აქტივის მომსახურების, აქტივის მომსახურების, პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, ფულადი ჯარიმის ოდენობა, დაკისრებისა, აღსრულ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალი“ დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალი“ დააჯარიმა

ვრცლად

სებ-მა ფულის გათეთრებისა და ფინანსური კონტროლის მოთხოვნების სხვადასხვა სახის დარღვევებისთვის ერთ დღეში 5 სუბიექტი დააჯარიმა

სებ-მა ფულის გათეთრებისა და ფინანსური კონტროლის მოთხოვნების სხვადასხვა სახის

ვრცლად

2022 წელს სებ-მა შვიდი ბანკი დააჯარიმა - მიზეზები

2022 წელს სებ-მა შვიდი ბანკი დააჯარიმა - მიზეზები

ვრცლად

სებ-მა „რიკო კრედიტი“ 70 000 ლარით დააჯარიმა

სებ-მა „რიკო კრედიტი“ 70 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp