საგადასახადო დავების განხილვა
საგადასახადო დავების განხილვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით. საგადასახადო დავების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ პირის შემოსავლების დაბეგვრა, გადასახადების დაწესება გავლენას ახდენს, პირის საქმიანობაზე. სახელმწიფოს მიერ ხდება პირის საქმიანობაში ჩარევა მისი არსებობის მთელ პერიოდზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩარევა ხორციელდებოდეს კანონმდებლობის დაცვით.
საქართველოში არსებობს საგადასახადო დავის განხილვის რამდენიმე ეტაპი:
პირველი ეტაპი მოიცავს საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე და გადასახადებისა და სანქციების დარიცხვამდე, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვას.
გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს აქტის პროექტის განხილვის შედეგებზე შედგენილი ოქმის საფუძველზე აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი პოზიცია წარადგინოს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში.
მეორე ეტაპი - საგადასახადო მოთხოვნის და დარიცხვის შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ადმინისტრაციული აქტის გასაჩვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. საგადასახადო ფინანასთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
მესამე ეტაპი საგადასახადო მოთხოვნის და დარიცხვის შესახებ ბრძანების გასაჩივრება საერთო სასამართლოებში - საქალაქო (რაიონული ) სასმართლო, საპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო.
საგადასახადო დავების განხილვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვას.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
