iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » საგადასახადო დავები » ყადაღის დადება როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება
იურიდიული სტატია

ყადაღის დადება როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება

11-05-2023, 17:58 საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ქონებრივი დავები 442 ნახვა
ყადაღის დადება როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება

სასამართლოს შეგიძლიათ მიმართოთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს იმ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც გააძნელებს, შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან ისეთ ზიანს გამოიწვევს, რომელიც ვერ ანაზღაურდება. უნდა მივუთითოთ თუ რა სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მიიჩნევთ აუცილებლად.

განცხადებას ყადაღის დადების მოთხოვნაზე თან უნდა დაერთოს ცნობა, საჯარო რეესტრიდან ან დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება, ასევე უნდა გადაიხადოთ სახელმწიფო ბაჟი და ქვითარი წარმოადგინოთ განცხადებასთან ერთად. გადასახადი ფიზიკური პირისთვის არის 50 ლარი, ხოლო იურიდიულისთვის 150 ლარი. თუ ორი უძრავი ქონების დაყადაღებას ითხოვთ და ხართ ფიზიკური პირი, მოგიწევთ ორჯერ გადაიხადოთ 50 ლარი.

წარმოებაში გამოიყენებენ ყადაღის დადებას საბანკო ანგარიშზეც, ეს უზრუნველყოფის ღონისძიების უკიდურესი ფორმაა და უნდა ემსახურებოდეს მიზანს, შექმნას გარანტია მოთხოვნის შესასრულებლად. იმ შემთხვევაში თუ მეწარმე სუბიექტთან გვაქვს საქმე მოსარჩელე ყველანაირად უნდა შეეცადოს მოპასუხის ქონების შესახებ მიიღოს ინფორმაცია, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ მას ქონება არ გააჩნია, შესაძლებელია დაყადაღდეს სუბიექტის ანგარიშზე არსებული თანხა მოთხოვნის ფარგლებში.

თუ მოპასუხეს ზიანი ადგება ყადაღით, შეუძლია საჩივრის განხილვის ეტაპზე ზიანის მიყენების ფაქტი დაადასტუროს მტკიცებულებებით და მოითხოვოს ამ უზრუნველყოფის სახის შეცვლა სხვა სახის ღონისძიებით. ზოგჯერ ყადაღის დადების მოთხოვნა საკმაოდ სარისკოა, რადგან შესაძლოა ამით მოპასუხე მხარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს, მან კი გიჩივლოთ და მოითხოვოს იმ მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა ყადაღის დადების შედეგად. იმისთვის, რომ იყოთ დაცულები მიმართეთ ადვოკატს.

მაგალითი : თბილისის სააპელაციო სასმართლოს განჩინება №2ბ/5087-14. ი/მ ა.ზ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, ზემდგომ ინსტანციაში საქმის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე და მხარეს უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლაზე, რადგან განსახილველ შემთხვევაში, ი/მ ა. ზ.-მ იშუამდგომლა, რომ დაყადაღებული მოძრავი ქონების ნაცვლად ყადაღა დადებოდა მის საბანკო ანგარიშებს თიბისი ბანკში. თუმცა, ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხეს მითითებულ ბანკში ერიცხებოდა სასარჩელო განცხადებით სადავოდ გამხდარი თანხების ოდენობით ფული, მტკიცებულებებით დადასტურებული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება საჩივრის ავტორმა ვერც საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე დაადასტურა. შესაბამისად, პალატა მოკლებულია ფაქტობრივ შესაძლებლობას ი/მ ა. ზ.-ს საჩივარი საფუძვლიანად მიიჩნიოს საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების გზით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ჩანაცვლების ნაწილში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ყადაღა, უზრუნველყოფა, ღონისძიება, დაყადაღება, აღსრულება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სარჩელის უზრუნველყოფა და მისი გამოყენება

სარჩელის უზრუნველყოფა და მისი გამოყენება

ვრცლად

რას ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფა?

რას ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფა?

ვრცლად

სარჩელი უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა

სარჩელი უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა

ვრცლად

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბანკის მიერ უკანონო ყადაღისაგან გათავისუფლდა მესაკუთრის უძრავი ქონება

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბანკის მიერ უკანონო ყადაღისაგან გათავისუფლდა

ვრცლად

იურიდიული პირის საბანკო ანგარიშის დაყადაღება

იურიდიული პირის საბანკო ანგარიშის დაყადაღება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp