iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » საგადასახადო დავები » ცრუმაგიერ პირად ცნობა
იურიდიული სტატია

ცრუმაგიერ პირად ცნობა

18-04-2023, 16:20 საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 1 359 ნახვა
ცრუმაგიერ პირად ცნობა

1.პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.

2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.

5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით პირის გამოყენებაში იგულისხმება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველ-ყოფის ღონისძიების ობიექტის ამ პირისათვის მოჩვენებითი გადაცემა. ამ შემთხვევაში ცრუმაგიერი პირი ობიექტს ფლობს და განკარგავს გარეგნულად როგორც საკუთარს, თუმცა შინარსობრივად ობიექტის ფლობასა და განკარგვას ახორციელებს რეალური პირი (გადასახადის გადამხდელი). ცრუმაგიერობის არსი მდგომარეობს, ერთი მხრივ, ცრუმაგიერი პირისათვის ობიექტის მოჩვენებითი გარიგებით გადაცემაში, ხოლო მეორე მხრივ, გადაცემული ობიექტის მოჩვენებითად ფლობასა და განკარგვაში. ცრუმაგიერობა გამოიხატება მოჩვენებითი გარიგების (ცრუგარიგების) დადებაში, გადასახადის გადამხდელის ქონების ცრუმფლობელობაში, გადასახადის გადამხდელის ქონების როგორც საკუთარის განკარგვაში, გადასახადის გადამხდელის ბიზნესის როგორც საკუთარის წარმოებაში (ცრუმეწარმეობაში).

იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირის ცრუმაგიერ პირად ცნობით საგადასახადო ორგანოს მიერ არ მოხდეს მის საკუთრების უფლებაში დაუსაბუთებელი და უკანონო ჩარევა, პირის ცრუმაგიერ პირად აღიარებაზე დაწესებულია სასამართლო კონტროლი. კერძოდ, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება მხოლოდ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ისევე, როგორც, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ხორციელდება პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

ცრუმაგიერი პირის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება დასაშვებია გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების მიზნით. მაგრამ არსებითი მნიშვნელობისაა საკითხი, მაშინ, როდესაც ცრუმაგიერი პირისათვის გადასახადის გადა-მხდელის მიერ გადაცემული ქონების ღირებულება ან/და ფული ნაკლებია გადასახადის გადამხდელის აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე, ცრუმაგიერმა პირმა პასუხი უნდა აგოს გადაცემული ქონების ღირებულების ან/და ფულის ფარგლებში თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ცრუმაგიერი პირი, ცრუმაგიერ პირად ცნობა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვინ იხდის გარდაცვლილის საგადასახადო დავალიანებას

ვინ იხდის გარდაცვლილის საგადასახადო დავალიანებას

ვრცლად

საადვოკატო მომსახურება საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე

საადვოკატო მომსახურება საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე

ვრცლად

ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება

ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება

ვრცლად

საგადასახადო დავები / საგადასახადო დავების სერვისი

საგადასახადო დავები / საგადასახადო დავების სერვისი

ვრცლად

საგადასახადო დავების განხილვა

საგადასახადო დავების განხილვა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp