iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სისხლის სამართალი » რა განსხვავებაა დამცავ ორდერსა და შემაკავებელ ორდერს შორის?
იურიდიული სტატია

რა განსხვავებაა დამცავ ორდერსა და შემაკავებელ ორდერს შორის?

16-10-2025, 20:32 სისხლის სამართალი / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ოჯახური დავები / სიახლე 35 ნახვა
რა განსხვავებაა დამცავ ორდერსა და შემაკავებელ ორდერს შორის?

დღეს, როდესაც ოჯახური ძალადობის პრევენცია და ადამიანის უფლებათა დაცვა საზოგადოების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემად იქცა, ხშირად ჩნდება კითხვა - რა განსხვავებაა დამცავ ორდერსა და შემაკავებელ ორდერს შორის?

რა არის შემაკავებელი ორდერი? - შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს პოლიციის მიერ გაცემულ დაუყოვნებელ რეაგირების ზომას. ის გამოიცემა მაშინ, როცა ადგილი აქვს ძალადობის ფაქტს ან რეალურ საფრთხეს.

პოლიციელი ფაქტზე გასვლისთანავე უფლებამოსილია გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომელიც მოქმედებაში დაუყოვნებლივ შედის და მიზნად ისახავს მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვას.

შემაკავებელი ორდერის ასლი იგზავნება რამდენიმე უწყებაში:

(ა) შსს-ის ტერიტორიულ ორგანოში;

(ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში;

(გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (თუ საქმე იარაღთანაა დაკავშირებული);

(დ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში (თუ ორდერი არასრულწლოვანს ეხება);

შემაკავებელი ორდერი მოქმედებს მაქსიმუმ 1 თვემდე ვადით და შესაძლოა გასაჩივრდეს 3 დღის განმავლობაში.
ეს მექანიზმი ძალადობის ფაქტზე რეაგირების სწრაფ საშუალებას წარმოადგენს და მსხვერპლს დროებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

დამცავი ორდერი განსხვავდება შემაკავებლისგან იმით, რომ იგი სასამართლოს მიერ გამოიცემა, მსხვერპლის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.. სასამართლო ვალდებულია განაცხადი 10 დღის ვადაში განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, გაგრძელების ან უარის თქმის შესახებ.

დამცავი ორდერის მოთხოვნის უფლება აქვს:

(ა) თვით მსხვერპლს,

(ბ) მსხვერპლის ოჯახის წევრს,

(გ) ან პირს, რომელიც მსხვერპლს სთავაზობს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ ან სამედიცინო დახმარებას - მსხვერპლის თანხმობით.

სასამართლო განსაზღვრავს ორდერის მოქმედების ვადას, რომელიც შეიძლება იყოს მაქსიმუმ 6 თვე. თუ საფრთხე კვლავ არსებობს, ორდერის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვის ვადით.

ორივე ორდერი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ეფექტურ მექანიზმს ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისთვის. შესაბამისად, ძალადობის შემთხვევისას მოქალაქემ უნდა იცოდეს საკუთარი უფლება,

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დამცავი ორდერი, შემაკავებელი ორდერი, ოჯახური ძალადობა, სასამართლო, პოლიცია, მსხვერპლის უფლებები, იურიდიული დახმარება, ბავშვთა უფლებები, სამართალი საქართველოში, სამართალი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა განსხვავებაა შემაკავებელ და დამცავ ორდერებს შორის?

რა განსხვავებაა შემაკავებელ და დამცავ ორდერებს შორის?

ვრცლად

დამცავი ორდერი და მისი მოქმედება

დამცავი ორდერი და მისი მოქმედება

ვრცლად

რა არის შემაკავებელი ორდერი და როგორ ხდება მისი გამოცემა?

რა არის შემაკავებელი ორდერი და როგორ ხდება მისი გამოცემა?

ვრცლად

ქალთა მიმართ ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp